loader

"ამ სასტიკი გოიმების გადამკიდე ვართ 30 წელი მოჯადოებულ წრეში" - თამარ ჩერგოლეიშვილი ქეთი დოლიძის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ სასტიკი გოიმების გადამკიდე ვართ 30 წელი მოჯადოებულ წრეში" - თამარ ჩერგოლეიშვილი ქეთი დოლიძის შესახებ

"ასეთი ვულგარული პროვინციალებისგან შექმნა სტალინმა "ინტელიგენცია" და ამ სასტიკი გოიმების გადმკიდე ვართ 30 წელი მოჯადოებულ წრეში", - აღნიშნულით თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ქეთი დოლიძეს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ "მას ჩამოსულების მიმართ აქვს პრეტენზია, რადგან ყვე­ლას ვერ გა­მოკ­ვე­ბავს თბი­ლი­სი".

ქეთი დო­ლი­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერში, გა­და­ცე­მა­ში "ნო­ეს­თან" იყო სტუმრად. რად­გან ბევ­რს ახ­სოვს მისი ცნო­ბი­ლი ფრა­ზა: "რას აკე­თებს ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე და­ბუ­დე­ბუ­ლი ხალ­ხი, რა­ტომ არ ბრუნ­დე­ბი­ან სოფ­ლებ­ში?!", წამ­ყვან­მა "ჩა­მო­სუ­ლებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით ჰკი­თხა, რა­ზე­დაც რე­ჟი­სორ­მა ასე უპა­სუ­ხა:

"გა­სა­გე­ბია, რა­ტო­მაც არის აქ, მაგ­რამ კერ­ძოდ, ვინც სოფ­ლი­დან არის ჩა­მო­სუ­ლი, მე მათ მი­მართ მაქვს პრე­ტენ­ზია. გუ­რი­ა­ში ჩემი ყვე­ლა ნა­თე­სა­ვი­დან არა­ვინ ჩა­მო­სუ­ლა თბი­ლის­ში, არა­ვინ. ყვე­ლას ხომ ვერ გა­მოკ­ვე­ბავს თბი­ლი­სი, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა თბი­ლის­ში იყოს. შე­იძ­ლე­ბა ზედ­მე­ტად ხის­ტი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, რომ მირ­ჩევ­ნია ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უჭირს თა­ვის კარ-მი­და­მო­ში, სჯობს გა­უ­ჭირ­დეს, ვიდ­რე ხი­დის ქვეშ იჯ­დეს და თვე­ო­ბით ელო­დოს, რომ ვი­ღაც წა­იყ­ვანს სან­ტექ­ნი­კის გა­სა­კე­თებ­ლად..."