loader

"ანუკი, გემოვნებიანი გოგო ხარ, მაგრამ ეს რეალობაა და არ უნდა გეწყინოს..." - რას უწუნებენ ანუკი არეშიძეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ანუკი, გემოვნებიანი გოგო ხარ, მაგრამ ეს რეალობაა და არ უნდა გეწყინოს..." - რას უწუნებენ ანუკი არეშიძეს?

ყოფილ მოდელსა და დიზაინერს, ანუკი არეშიძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ანუკისა და თბილისის მერის, კახი კალაძის ოჯახი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წყვილი ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს.

ანუკი არეშიძე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებს სამოსის ფოტოებსაც საკუთარი კოლექციებიდან და ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. მიუხედავად ამისა, ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოს ქვეშ ანუკის ერთ-ერთმა გამომწერმა ყურადღება ტანსაცმლის ფასებზე გაამახვილა:

„ანუკი, გემოვნებიანი გოგო ხარ. მართლაც საუკეთესო და გამორჩეულ კოლექციას ქმნი ყოველთვის, მაგრამ ეს სიმართლეა და რეალობაა. არ უნდა გაგიკვირდეს და გეწყინოს, საქართველოში საშუალო ფენაც კი ვერ გაწვდება თქვენს კოლექციას“ - წერია კომენტარში.