loader

მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს - "იქნება დღეს და მოერიდეთ უახლოესი 3 დღის განმავლობაში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს - "იქნება დღეს და მოერიდეთ უახლოესი 3 დღის განმავლობაში"


ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოსალოდნელ მზის დაბნელებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:


„ჩემო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ივნისს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა… მშვიდად განვლეთ ეს დღე, მოერიდეთ მზის ნეგატიურ სხივებს უახლოეს 3 დღეში. ნუ გადაიღლებით, როგორც ფიზიკურად და გონებრივად, ასევე ფსიქოლოგიურად და სულიერად…

ძალიან კარგია ლოცვა, მედიტაცია, ახალი საქმეების ფურცელზე ჩამოწერა. მოერიდეთ რთულ საკვებს, მიირთვით მსუბუქი საკვები, სეზონური ხილ-ბოსტნეული 80% უმი სახით. დაისვენეთ და მოუსმინეთ შინაგან ხმას… შეიმეცნეთ თქვენი თავი და გაუგზავნეთ სამყაროში ყველას თავისუფლება, სიკეთე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიყვარული, შენდობა და მზის სხივები.



დალოცეთ ყველა ბავშვი, დიდი და პატარა, ყველა სულიერი, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი, ბიჭი და გოგო… მტერი და მოყვარე, ყველა დალოცეთ. სიკეთე გქონოდეთ“, – ვკითხულობთ ასტროლოგის "ფეისბუკპოსტში".