loader

"ნერვებმა ვერ გამიძლო, ამომასხა... კითხვა მაქვს, ვინ შეავსო საქართველოს მხრიდან "გავიში" აპლიკაციის ფორმა?!" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე "ფაიზერთან" დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნერვებმა ვერ გამიძლო, ამომასხა... კითხვა მაქვს, ვინ შეავსო საქართველოს მხრიდან "გავიში" აპლიკაციის ფორმა?!" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე "ფაიზერთან" დაკავშირებით?

"ნერვებმა ვერ გამიძლო, ამომასხა... კითხვა მაქვს, ვინ შეავსო საქართველოს მხრიდან "გავიში" აპლიკაციის ფორმა?!" - ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ "ფეისბუქზე" პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მთავრობამ "ფაიზერთან" ერთად გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომ ამერიკა ვაქცინებით დაეხმარება "კოვაქსის" პლატფორმაზე არსებულ IMC ქვეყნებს - 92 სახელმწიფოს. მათთვის და ასევე აფრიკის კავშირის სახელმწიფოებისთვის იქნება გამოყოფილი 500 მლნ დოზა "ფაიზერის" ვაქცინა.

"ვაქცინები გამოყოფილია IMC ქვეყნებისთვის. აგიხსნით, ეს რას ნიშნავს. როცა "კოვაქსი" ჩამოყალიბდა, იქ გაწევრიანდნენ ორი ტიპის ქვეყნები: 1. ღარიბი სახელმწიფოები, რომლებმაც განაცხადეს, რომ დამოუკიდებლად ვაქცინების შეძენა არ შეუძლიათ; 2. თვითდაფინანსებაზე მყოფი ქვეყნები.

მარტივად რომ გითხრათ, აპლიკაციაში ჩაწერეს, რომ ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, ვაქცინას ისედაც ვიყიდით, მაგრამ ბარემ "კოვაქსიდანაც" რაღაცას ავიღებთო. და რა არის რეალობა?! - დღეს ვაქცინები არ გვაქვს, მივჩერებივართ "კოვაქსს" და თანაც ჩამოვიტანეთ რაღაც გაურკვეველი ეტიმოლოგიის ჩინური ვაქცინები", - აცხადებს ფხაკაძე.