loader

“არჩევნებამდე, ვანო რომ ხარ მერაბიშვილი და პარლამენტში გარანტირებულ ადგილს გთავაზობ, მილიონი მოიტანეო, ესეიგი ვერ შემისწავლე კარგად“ - მარიამ კუკუნაშვილი სკანდალურ ისტორიას ჰყვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არჩევნებამდე, ვანო რომ ხარ მერაბიშვილი და პარლამენტში გარანტირებულ ადგილს გთავაზობ, მილიონი მოიტანეო, ესეიგი ვერ შემისწავლე კარგად“ - მარიამ კუკუნაშვილი სკანდალურ ისტორიას ჰყვება

“დღეს საღამოს 10 საათზე მივგრიალდი საბურთალოს პოლიციაში პორშეთი, ასე ჩაცმული ( სათვალე ქუდზე გავიკეთე ღამე იყო) და ისეთი დაბოლილი ხუთი პოლიციელი მეხმარებოდა კაი ხანი მანქანა რომ სტაიანკაზე რამენაირად დამეყენებინა. რომ დავაყენე, ორი ნაპაზი კიდე ჩავარტყი და შევედი. მისული ვარ იმ მოტივით, რომ ორი თვეა ერთი გოგო მემუქრება განადგურებით და დღეს უკვე ის მომწერა, შენს ქმართან ტიპები მივლენ და მიხედავენო. ხოდა შევედი პოლიციაში და ვუთხარი რა საქმეზეც ვარ და ფურცელი მომეცით განცხადება უნდა დავწეროთქო. უფროსთან უნდა შეგიყვანოთ ჯერო. შევედი უფროსი კაბინეტში ყავას ისხამს და სანამ შემომხედავს უხალისოდ მეკითხება ყავას ხომ არ ინებებთო.დიდი სიამოვნებით ვინებებ მეთქი. შემომხედა და დაიწყო ყავის მოდუღება. ნუ მიდის იქ საუბარი, რომ რამე ღალატის ფაქტს ხომ არ ჰქონდა ადგილი და ეს გოგო იმიტომ ხომ არ გემუქრება. ამაზე ვპასუხობ, მე აქ ჩემს ქმარზე საჭორაოდ არ ვარ მოსული, არც შურისსაძიებლად, არც ყავის დასალევად, უბრალოდ, ტიპები და ქურდული გარჩევების სუნი რომ მეცა, ეს საფრთხეა და ეს უნდა დავწერო. უფროსმა სიგარეტს მოუკიდაააა. ფიქროოობს ..მოიტა მეც მომაწევინე მეთქი ვეუბნები. ვეწევით ასე სიგარეტს და მეკითხება, შენმა ქმარმა იცის აქ რომ ხარო? მე ვუთხარი, რამე ახალი კანონი ხომ არ შემოიღეთ, რომ ცოლებმა პოლიციაში ქმრების თანხმობით უნდა იარონოთქო? კვლავ უხერხული პაუზა. რაც იმით დაირღვა, რომ ვუთხარი, მოიტა ეხლა ეს პატრიარქატის ბაზარი არ დამიწყო თორემ ჩვენ ერთად ყავას ვეღარ დავლევთ მეთქი. გაჩუმდა და მერე მეც მოსაწევმა ისე გამიქნია ერთი 15 წუთი სად ვიყავი არ მახსოვდა. უფროსიც როგორც ჩანს სხვაგან იყო იაზრებდა ამ ყველაფერს. ბოლოს ისევ მე ვუთხარი მაძლევთ საგანცხადებო ფურცელს? აქ უნდა დავწერო თუ სხვაგანთქო?

უფროსის კაბინეტში ნახევარსაათიანი ჯდომის, ყავის სმის , სიგარეტის წევის მერე როგორც იქნა გადავბარდი გამომძიებელს და დამიწყო კარნახი რა უნდა დავწერო.დამაცადე მეთქი ვეუბნები, რის დასაწერადაც ვარ მოსული მაგას კარნახი არ სჭირდება , მე თვითონ, შეწყვიტე კარნახითქო. ამასობაში ვხედავ რომ კევს ღეჭავს, მომინდა კევი და ერთი მეც მომეცი მეთქი ვეუბნები. არ მაქვსო. იქით მდგომ პბიჭებს გავძახე იქნებ ერთი კევი მიშოვოთთქო და მიშოვეს რასაკვირველია. ამის შემდეგ დარჩა ჩემი დაწერილის ოქმში გადატანის საკითხი, რაც კომპიუტერში უნდა აეკრიფა გამომძიებელს.მაგრამ გადავიღალე და ვუთხარი ეხლა აივანზე გავალ ერთ ადგილზე ჯდომა მომბეზრდა და მაგ ოქმს რომ დაწერ ხელისმოსაწერად დავბრუნდებითქო. კაო გავედი აივანზე დგანან პოლიციელები სიგარეტს ეწევიან, მე ჩემი ელექტრონულ ლოსანჟელესურ ზეთოვანი მოსაწევი გავაძრე და კიდე დავამატე ორი სამი ნაპაზი, შევედი, ხელი მოვაწერე და ვუთხარი ხვალ შედეგს მოგკითხავ იცოდეთთქო. აბა რაა დაგირეკავ ხვალო.
პ.ს.ყველა პოლიციელი რეგულაციების დაცვით და პირბადით. თუმცა იმდენ ხანს ვიყავი იქ, ერთს არ მოსვლია მაინც აზრად ეთქვა პირბადე გაიკეთეო ... მაგრამ ძალიან სიყვარულით ვწერ ამ ყველაფერს, ყველა ძალიან საყვარელი ადამიანი იყავით. შედეგი მაინც გამაგებინეთ ხვალ გელით. ბოლოს იმ გოგოს მივწერე ვინ ტიპებს მიგზავნიდი საქმის გასარჩევად ეგ მიდი ხვალ პოლიციაში არკვიეთქო და წამოვედი. ხოდა პოლიციელებს რომ ესე ვუსრულებ შე ერთუჯრედიანო, რომ გაიგნორებ, ხომ უნდა მიხვდე, რომ 3 თვეა ტელეფონს ხელიდან რომ ვერ აგდებ, გააგდე რაა , იმიტომ რომ შესრულებაზე არ მიდგეს საქმე თორემ ისე შევასრულებ, წარმოუდგენლად სახალისო შოუთი + 100% იანი რეზულტატით.

და კიდევ, არჩევმებამდე, ვანო რომ ხარ მერაბიშვილი და შენივე ინიციატივით მაგიდასთან რომ მიზიხარ და მეუბნები სამი თვეა გსწავლობო, და ამიტომ პარლამენტში გარანტირებულ ადგილს გთავაზობ და მილიონი მოიტანეო. ესეიგი ვერ შემისწავლე კარგად, ვერ ხარ მაგარი დონის შემსწავლელი და არც მე მაფასებ. ამიტომ ეხლა დაინახე რომ შენ კი ვერ შემისრულებ, შენს აშენებულ უწყებას შევუსრულებ ისე, როგორც მე მომინდება და როცა მე მომინდება და ჩემი გვერდით ყოფნა ვისაც უნდა, იქ არაფერი მაქვს მისატანი ჩემი თავის გარდა...“ - წერს მარიამ კუკუაშვილი.