X
"23:15 წუთზე ხდება ეს ამბავი, ზედ რუსთაველის გამზირზე, 37 ნომერში, ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი" - მიშო სულუხია
15:43 / 16-06-2021
მომღერალი და კომპოზიტორი მიშო სულუხია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ სტატუსს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ გამოუწერეს 2000-ლარიანი ჯარიმა მაშინ, როცა თავსხმა წვიმის დროს იძულებული იყო, მოტოციკლი გაეჩერებინა.

მიშო წერს:

„ნამდვილად არ ვიფიქრებდი, თუ ისეთი პატრული ინსპექტორიც არსებობდა, რომელიც ქუჩაში, მოტოციკლით, თავსხმა წვიმის დროს იძულებით გაჩერებულს, სიცოცხლისთვის სახიფათო ხილვადობის გამო და წვიმის გადაღების მოლოდინში – მოვიდოდა და 2,000 ლარიან ჯარიმას დამიწერდა მოტოციკლის წინ და მეტყოდა: თქვენი სიცოცხლე ჩვენს ინტერესებში არ შედის, როდესაც უკვე 23 საათიაო. 23:15 წუთზე ხდება ეს ამბავი შაბათის წვიმიან საღამოს, ზედ რუსთაველის გამზირზე, 37 ნომერში. ჯარიმას ხელს აწერს „ქალიაქის ცენტრში” სანაქებოდ წინა ხაზზე გამოგზავნილი ჩემზე ბევრად უმცროსი პატრული ინსპექტორი. ის ბედნიერი არ ჩანს ცხოვრებით. მოკლედ, მისი მეწყვილის გაკვირვებული სახით ყურებამ მის მიმართ, ჩემმა თხოვნამ და მინიშნებამ, რომ არაჰუმანურ საქციელს სჩადიოდა და თავადაც ხვდებოდა ამას, კიდევ 20 წუთი წაიღო, მანაც მაქსიმალურად გაწელა დაჯარიმების პროცესი და ჯარიმის ქვითარი 23:38 წუთზე ამოუშვა.

სამაგიეროდ, მინდა, მადლიერება გამოვთქვა მათი ზემდგომი საპატრულო ეკიპაჟის და მისი ერთ-ერთი წევრის მიმართ თანადგომისთვის, შეგნებული დამოკიდებულებისთვის და ამ ფაქტის დასაფიქსირებლად შედგენილი ოქმისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ სამაგალითო იყო მთელი პანდემიის პროცესში ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც და ქცევაც რეგულაციების და საზოგადო კეთილდღეობის მიმართ. არ მაქვს არც ერთი დარღვევა ან ჯარიმა.

იმედი მაქვს, რომ გასაჩივრებულ ქეისს ყურადღებით მოეკიდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიც“.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული “ჰერიო ბიჭებო“ ინტერნეტს იპყრობს

ვიდეო: “ჟრუანტელი“
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“სულ ვატყობდი, რომ თითქოს ჩემი არ ესმის... მხოლოდ ექსპრესიული კი არა, რეცეპტიული დაგვიანებაც აქვს - ვერ გამოხატავს რისი თქმაც უნდა“ - ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი შვილის შესახებ საუბრობს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო