loader

“ცალსახად დამტკიცებულია, რომ დაავადების უფრო მძიმე ფორმებს იწვევს“ - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ცალსახად დამტკიცებულია, რომ დაავადების უფრო მძიმე ფორმებს იწვევს“ - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს


“ვარაუდობენ, რომ დღეს საქართველოში არსებული კორონავირუსის შემთხვევების 10% მოდის „ინდურ შტამზე“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული შტამია დომინანტური.

„ჯერჯერობით, „ბრიტანული შტამია“ დომინანტური. თეორიულად შესაძლოა, გახდეს „ინდური შტამი“ დომინანტური, რადგან 10%-შია, მაგრამ ჯერ ეს არ ვიცით. ჯერ მაინც „ბრიტანული შტამია“ დომინანტური. პირველი, რითაც განსხვავდება, ეს არის უფრო იოლი გადადების და შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელების უნარი. ის ცალსახად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სტანდარტული „ჩინური შტამი“. ბოლოს გამოჩნდა ცნობები უკვე, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ბრიტანული შტამი“.