loader

"შთამომავლობას ვუბარებ, ეს თაღლითი მაიმუნი ახლოსაც არ მომაკარონ, რომ ვკვდებოდე და გარშემო მის გარდა სხვა ექიმი არ იყოს" - ბაკურ სვანიძე გიორგი ღოღობერიძეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შთამომავლობას ვუბარებ, ეს თაღლითი მაიმუნი ახლოსაც არ მომაკარონ, რომ ვკვდებოდე და გარშემო მის გარდა სხვა ექიმი არ იყოს" - ბაკურ სვანიძე გიორგი ღოღობერიძეზე

ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში გიორგი ღოღობერიძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება:

"პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რადგან მე მაქვს ღოღობერიძის მიმართ უარყოფითი განწყობა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კუზანოვა მომწონს და მოეშვით ასეთ უაზრო "დასკვნებს".

ექიმის ოფიციალური კვალიფიკაციაც არ აქვს ჯერ და ბედავს ასე თავხედად დაჯდეს და საჯაროდ მისცეს "რჩევები" მოსახლეობას? მგონია, რომ ეს პროფესია პირველ რიგში სწორედ გამოცდილებას და დიდ პრაქტიკას მოითხოვს და "რჩევების" უფლება მხოლოდ ამის მერე უნდა მისცეს თავს ექიმმა!

ტიპი იძახის საკუთარი კლინიკა უნდა გავხსნა და ფულები დამირიცხეთო! თაღლითობის კლასიკური ნიმუში და ვისაც ეს მაიმუნობა გჯერათ, წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ რა თანხა სჭირდება კლინიკის გახსნას? ინტერნეტით აგროვებული ფულით კლინიკის გახსნა რამდენად რეალურად და შესაძლებლად მიგაჩნიათ? მთავარი "არგუმენტი" - არავის აძალებს გიორგი თანხის დარიცხვასო, ეს "კეთილი ნებით" გროვდებაო - მეუბნებიან... ბიჯო! ვინმეს რომ აძალებდეს, ეგ "გამოძალვა" იქნებოდა! "თაღლითბა" კი სწორედ ისაა, როცა არავინ არაფერს აძალებს, უბრალოდ ტიპი საზოგადოების ნაწილს აწვდის რაღაც სულელურ, უტოპიურ იდეას, აჯერებს და სწორედ "კეთილი ნებით" სტყუებს!

მე პირადად შთამომავლობას ვუბარებ, უდაბნოში რომ გავხდე ავად, ვკვდებოდე და გარშემო არც ერთი სხვა ექიმი არ იყოს გიორგი ღოღობერიძის გარდა, ეს თაღლითი მაიმუნი ახლოსაც არ მომაკარონ!", - წერს ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში.