loader

"როდის შედგა ეს კაციჭამიური დიალოგები, რას ცვლის? ვინ რამდენი წლის იყო, როგორ აპრავებს, ბავშვი შიშისგან სკოლაში რომ ვერ დადიოდა?" - ნიკა გვარამია ფარული აუდიოჩანაწერების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როდის შედგა ეს კაციჭამიური დიალოგები, რას ცვლის? ვინ რამდენი წლის იყო, როგორ აპრავებს, ბავშვი შიშისგან სკოლაში რომ ვერ დადიოდა?" - ნიკა გვარამია ფარული აუდიოჩანაწერების შესახებ

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის აუდიოჩანაწერების შესახებ გამოძიების შუალედურ შედეგებს ეხმაურება.

"როდის შედგა ეს კაციჭამიური დიალოგები, რას ცვლის? ვინ რამდენი წლის იყო, როგორ აპრავებს, ბავშვი შიშისგან სკოლაში რომ ვერ დადიოდა? ან ამ ყველაფრის მერე ათამდე ახალი ძალადობის მსხვერპლის სატელევიზიო აღიარებებს რას უშვრებით? დაკითხეთ ერთი მაინც? რაც შეეხება მილისტებს და ტრიტრის, სამხარაულის ექსპერტიზის არა, პროკურატურის ვახტიორის დასკვნა მოიტანეთ, ის უფრო სანდოა. ან საერთაშორისო ექსპერტიზა დადეთ, ან მილისტრებს მოკითხვა", - წერს ნიკა გვარამია.

ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ფარული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ აუდიოჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.