loader

"ხელები პირზე ავაფარე, როდესაც მივხვდი, რომ მკვდარი იყო, ვეძებდი გზებს თუ როგორ დამემალა ეს" - ათენში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის პირველი ჩვენება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელები პირზე ავაფარე, როდესაც მივხვდი, რომ მკვდარი იყო, ვეძებდი გზებს თუ როგორ დამემალა ეს" - ათენში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის პირველი ჩვენება

ათენში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის პირველ ჩვენებას ბერძნული მედია ავრცელებს.

ქმარი ყვება, როგორ და რა გარემოებაში ჩაიდინა დანაშაული. ინტერვიუ მძიმე ფაქტებს შეიცავს:

"განადგურებული ვარ, სიძულვილის გამო ჩემს ქალიშვილს ობლად გაზრდა მიუსაჯეს. 11 მაისის ღამეს ვიჩხუბეთ, მეუღლემ საწოლიდან გადმომაგდო და დავინახე, რომ ის წავიდა ბავშვის საწოლში ჩასასმელად. მე მივედი მასთან და როდესაც ყვირილი დაიწყო, ხელები პირზე ავაფარე, როდესაც მივხვდი, რომ ჩემი ცოლი უკვე მკვდარი იყო, ვეძებდი გზებს, თუ როგორ დამემალა ეს, რადგან სახლში 11 თვის ბავშვი მყავდა.

თანამზრახველი არ მყოლია. მე თვითონ გავაკეთე ეს ყველაფერი და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ დამაჯერებლად გამეკეთებინა. ამისთვის მოვკალი ჩემი ძაღლი და სკამზე თავი დავიბი. შემდეგ პოლიციაში დავრეკე. ამის შემდეგ მინდოდა სახლი შემეცვალა, რათა მოგონებებს გავქცეოდი," - განაცხადა ბრალდებულმა ბაბის ანაგნოსტოპულოსმა.

ვიდეო: "რუსთავი 2".