loader

"რა მძიმე იქნება უშენოდ ყველა წუთი დღეის შემდეგ, ვინმემ არ თქვას, რომ სადმე სამართლიანობა არსებობს, არსად მისი ნამცეციც არ არის" - გიგლა თუმანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა მძიმე იქნება უშენოდ ყველა წუთი დღეის შემდეგ, ვინმემ არ თქვას, რომ სადმე სამართლიანობა არსებობს, არსად მისი ნამცეციც არ არის" - გიგლა თუმანიშვილი

“ვინმემ არ თქვას, რომ სადმე სამართლიანობა არსებობს, არსად მისი ნამცეციც არ არის…” - წერს ჟურნალისტი გიგა თუმანიშვილი კობა ალხაზაშვილის შესახებ, რომელიც დღეს გარდაიცვალა.

“მე სულ ასეთი კობა მემახსოვრები. ცოტა სევდიანი, ძალიან მეგობრული, ყველას მოსიყვარულე და სამართლიანი. მადლობა ყველა წუთისთვის, მადლობა მეგობრობისთვის. ბევრი დაგვრჩა სათქმელი და იქ რომ შევხვდებით აუცილებლად მოგიყვები რა მძიმე იქნება უშენოდ ყველა წუთი დღეის შემდეგ, პირველ რიგში შენი ოჯახისთვის. კობა ალხაზაშვილი “მშვიდობით არა, ნახვამდის!” - წერს გიგლა თუმანიშვილი.

ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა.

კობა ალხაზაშვილი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჟურნალისტი სწრაფად პროგრესირებად ავთვისებიან სიმსივნეს ნახევარი წელი ებრძოდა.

რამდენიმე დღის წინ ის სამკურნალოდ თურქეთში, სტამბოლში გაემგზავრა, თუმცა ექიმებმა ჟურნალისტის გადარჩენა ვერ შეძლეს.