loader

"ღოღობერიძეს სწორად მისცეს შენიშვნა, საჯაროდ მედიკამენტოზური მკურნალობის განხილვა არის დანაშაული" - ირმა კვი­ცა­რი­ძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღოღობერიძეს სწორად მისცეს შენიშვნა, საჯაროდ მედიკამენტოზური მკურნალობის განხილვა არის დანაშაული" - ირმა კვი­ცა­რი­ძე

ავ­სტრი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი ირმა კვი­ცა­რი­ძე გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­დალს "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ტელეარხ "იმედის" ეთერში გასულმა გადაცემამ ორად გაყო საზოგადოება, ზოგი ტელევიზიას ლანძღავს, ზოგიც გიორგი ღოღობერიძის დაცვითაა დაკავებული! მე კი ასე ვფიქრობ, კარგად დადგმული შოუ იყო! რეიტინგი ორივე მხარეს ჭირდება! მას შემდეგ რაც "აკადემიკოსმა" ჰომეოპათმა "იმედის" ტელეეთერი ვაქცინაციის საწინააღმდეგო პლათფორმად აქცია (აბა რა გითხრათ სტუდიაში ისეთი არაპროფესიონალიზმის ზეიმი იყო...) მეგონა, პროდიუსერი გადაცემას დახურავდა! ჯანდაცვის სამინისტრომ ამ გაგანია პანდემიის დროს არ შეიმჩნია!

ზოგადად, მედიასაშუალებებით თუ სოციალური ქსელებით საჯაროდ მედიკამენტოზური მკურნალობის განხილვა არის დანაშაული! გაჟღერებული ინფორმაციით თუ ვინმე თვითმკურნალობას ჩაიტარებს, დამდგარ შედეგზე ვინ აგებს პასუხს?! და თუ ექიმს ეს პასუხისმგებლობა გათავისებული არა აქვს, მაშინ ის შორსაა მედიცინისგან! ამის გამო, ღოღობერიძეს სწორად მისცეს შენიშვნა. (შენიშვნის ფორმულირება საკამათოა) . "არ ავნო"-ს პრინციპი უდევს საფუძვლად მედიცინას!" - წერს ირმა კვი­ცა­რი­ძე.

მოგვიანებით ავ­სტრი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლმა ექი­მმა გიორგი ღოღბერიძის შესახებ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა:

"მოკლედ! გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ, თუ რაიმეს თქმა გსურთ ღიად დაწერეთ! პირადში ნუ მწერთ! მე ჩემი აზრი გამოვთქვი და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე რაც დავწერე! კიდე ცოტა დავწერე! გავმეორდები: დაავადებათა მკურნალობების საჯარო განხილვა, მედიკამენტების დასახელებით, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა სადაც ყველას არ მიუწვდება ხელი სამედიცინო სერვისებზე და აფთიაქში მედიკამენტს რეცეპტის გარეშეც შეიძენ არის დანაშაული! საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაციის გამოყენების შემთხვევაში დამდგარ უარყოფით შედეგზე ვინ იღებს პასუხიმგებლობას?! ექიმი პასუხს აგებს არა მხოლოდ პაციენტის მკურნალობაზე, არამედ მედიკამენტოზური თერეპიების საჯაროდ გაცემულ ინფორმაციაზე!" - წერს კვიცარიძე.