loader

ინტერნეტში ვრცელდება კადრები, რომლებიც ერთ-ერთ კლინიკაშია გადაღებული - "ჩემს ძმას ფილტვების ანთება აქვს, წევს კორიდორში (პეტერბურგი) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინტერნეტში ვრცელდება კადრები, რომლებიც ერთ-ერთ კლინიკაშია გადაღებული - "ჩემს ძმას ფილტვების ანთება აქვს, წევს კორიდორში (პეტერბურგი)

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება, კლინიკები გადატვირთულია და ხშირ შემთხვევაში, თავისუფალი საწოლის პოვნა საკმაოდ რთულია.

ინტერნეტით ვრცელდება მასალა, სადაც პეტერბურგის მე-15 საქალაქო საავადმყოფოში შექმნილი მდგომარეობა ჩანს - პაციენტები დერეფნებში ლეიბებზე წვანან. ვიდეო ერთ-ერთი კოვიდპაციენტის ძმამ გადაიღო და გაავრცელა. 

"დღეს დილით ჩემი ძმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. სასწრაფო დახმარებას გუშინ საღამოს შემდეგ ველოდებოდით. ის 47 წლისაა, ფილტვების ანთება აქვს, წევს კორიდორში.

ექიმი ორშაბათს იქნება, მანამდე კი უთხრეს, რომ უნდა იწვეს მუცელზე და ღრმად ისუნთქოს. წამლები მისთვის დედამ და დამ იყიდეს", - ამბობს ვიდეოს ავტორი.

რუსეთში კოვიდინფიცირებულების საერთო რაოდენობა, პანდემიის დაწყებიდან, 5 316 826-ია. ვირუსს ემსხვერპლა 129 361 ადამიანი.