loader

საგანგებო განცხადება - რას ამბობენ კლინიკა "ბომონდში" საკეისრო კვეთის დროს გარდაცვლილი 21 წლის გოგოს შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგანგებო განცხადება - რას ამბობენ კლინიკა "ბომონდში" საკეისრო კვეთის დროს გარდაცვლილი 21 წლის გოგოს შესახებ?

ქუთაისში ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით კლინიკა "ბომონდი" განცხადებას ავრცელებს.

"პირველ რიგში, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება და მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს.

ასევე, გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელის სხვადასხვა გვერდის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკა "ბომონდში" შემოყვანილი 21 წლის გოგონა "მშობიარობას გადაჰყვა". სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

პაციენტი კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ივნისს, მეუღლის მიერ მოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. ახალშობილი გადაყვანილია კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ყველა ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების მიუხედავად, თანმხლები დაავადების გამო მელოგინის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კლინიკა "ბომონდი" თანამშრომლობს გამოძიებასთან. კლინიკა მოუწოდებს საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და საქმეზე ობიექტური გარემოებების დადგენას", - აცხადებენ კლინიკა "ბომონდში".