loader

"ასეთი უუნარობაც კი სტატისტიკურად შეუძლებელია" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთი უუნარობაც კი სტატისტიკურად შეუძლებელია" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში?

"ახლა ეძებენ ვაქცინის შესყიდვისთვის კონსულტანტებს, როცა მთელი მსოფლიო ლამის აიცრა", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კატასტროფა ხდება, რადგან ახალი შტამების გავრცელების არეალი მკვეთრად იზრდება.

"კატასტროფა ხდება, მკვეთრად იზრდება ახალი შტამების გავრცელების არეალი. საქართველოში შემოუშვეს მასობრივად რუსი ტურისტები, რომლებიც შარშანდელივით არიან მთავარი გამავრცელებლები და მართლა მგონია, რომ ამას სრულიად შეგნებულად აკეთებენ. ასეთი უუნარობაც კი სტატისტიკურად შეუძლებელია!", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.