loader

"ვისთვისაა ეს შეზღუდვა, რომ თქვენი "პრივილეგირებული" ხიხოების გარდა ყველა გაკოტრდეს?! ფუუ რა" - მაია დარსმელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვისთვისაა ეს შეზღუდვა, რომ თქვენი "პრივილეგირებული" ხიხოების გარდა ყველა გაკოტრდეს?! ფუუ რა" - მაია დარსმელიძე

მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხმაურება, რომელთა მიხედვითაც, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, რესტორნები კი 1-ლი ივლისიდან ღამის 12 საათამდე შეძლებენ მუშაობას.

"ვაქცინების მეორე დოზა ჩააგდეს და პირბადეს გხსნითო. და ეს ბრტყელი ფარა ზეიმობს აღფრთოვანებული… შეკითხვაც არ გაქვთ, ამ ლოგიკით აქამდე რატომ გატარეს ამ ნამორდნიკით? ან რესტორნები რატომ არ იხსნება? კორონა ეცემა თორმეტის მერე? დილის ოთხზე რომ დაიკეტოს რესტორანი და ამოისუნთქოს ცოტა მუსიკოსმაც და რესტორატორმაც, რა მოხდება?! თან ხომ ყველამ ვიცით, როგორ კეტავენ რესტორნებს ეს ნარუშილოვკიანი ხიხოები და გულაობენ როდემდეც უნდათ?! ვისთვისაა ეს შეზღუდვა? რისთვის? რომ თქვენი "პრივილეგირებული" ხიხოების გარდა ყველა გაკოტრდეს?! ფუუ რა", - წერს მაია დარსმელიძე.