loader

"400-კილოგრამიანი საქანელა ფეხზე დაეცა... დაზიანებულია კუნთიც, დაადეს უამრავი ნაკერი" - გლდანში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"400-კილოგრამიანი საქანელა ფეხზე დაეცა... დაზიანებულია კუნთიც, დაადეს უამრავი ნაკერი" - გლდანში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"ჩემს შვილს დაეცა მერიის მიერ "გაკეთებული" რკინის უზარმაზარი, მინიმუმ 400-კილოგრამიანი საქანელა ფეხზე, ბავშვი გადარჩა", - ამის შესახებ "ფეისბუქის" ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში, სახელწოდებით "გლდანი", სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო კალანდაძე წერს.

მისივე თქმით, მერიიდან არავინ შეხმიანებია და მომხდარზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.

"სიტუაცია ასეთია: ჩემს შვილს დაეცა მერიის მიერ "გაკეთებული" რკინის უზარმაზარი, მინიმუმ 400-კილოგრამიანი საქანელა ფეხზე, ბავშვი გადარჩა!!! ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და აქვს დაზიანებული კუნთიც, დაადეს უამრავი ნაკერი და ბავშვი მე-5 დღეა წევს საავადმყოფოში. მერიიდან მობრძანდნენ და თურმე საქანელა გააკეთეს!!! პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არავინ იღებს! მერიაში მითხრეს, რომ თურმე გადასცეს საკითხი გამგეობას! დილიდან გამგეობაში არავინ მპასუხობს, გამგებელი და თანამშრომლები მხოლოდ ხელფასის დღეს ცხადდებიან სამსახურში?? ველოდები რეაგირებას!!!" - წერს კალანდაძე.