loader

"3 მამაკაცი მოსდევდნენ საცემად... მანქანას გადაუხტა წინ და განწირული, შეშინებული ეხვეწებოდა ჩამისვიო" - გიორგი მშვენიერაძე ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მომხდარი ფაქტის შესახებ წერს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"3 მამაკაცი მოსდევდნენ საცემად... მანქანას გადაუხტა წინ და განწირული, შეშინებული ეხვეწებოდა ჩამისვიო" - გიორგი მშვენიერაძე ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მომხდარი ფაქტის შესახებ წერს

"გუშინ, დაახლოებით საღამოს 7 საათზე, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, ფერადკანიანი ახალგაზრდა კაცი მორბოდა. მანქანას გადაუხტა წინ და განწირული და შეშინებული ეხვეწებოდა ჩამისვიო. მძღოლმა უკან ჩაისვა და მანქანა დაძრა. უცებ ვერ მივხვდი რა ხდებოდა. რამდენიმე წამში, ხიდის ქვეშ 3 მამაკაცი დავინახე, რომლებიც ქოშინებდნენ, შავი მაისურები ეცვათ, ერთს თავი გადაპარსული ქონდა და ცოტა მოზრდილი წვერით იყო. აშკარად ამას მოსდევდნენ საცემად ან ცემის გასაგრძელებლად. აშკარად რასიზმის სუნი იდგა. ხოდა, მომრავლდა ასეთი კუნთმაგარი და ტვინსლიპინა მოფაშსტო ხალხი და თუ დროზე რამეს არ ვიზამთ, ცუდად დასრულდება ეს ყველაფერი", - ამის შესახებ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს.