loader

“წარმოუდგენლად მენატრება ჩემი ვენახი საქართველოში, საცხოვრებელი სახლი მხოლოდ 75 კვადრატული მეტრია და ისიც დააყადაღეს“ - მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“წარმოუდგენლად მენატრება ჩემი ვენახი საქართველოში, საცხოვრებელი სახლი მხოლოდ 75 კვადრატული მეტრია და ისიც დააყადაღეს“ - მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არსებული მისი ერთადერთი ქონების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და წერს: 

“ყველაფერი, რაც ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ დამრჩა არის, ეს სახლი და ეს ვენახი, ისიც დააყადაღეს, მაგრამ არაუშავს.
წარმოუდგენლად მენატრება იქაურობა...

ძალიან მენატრება ჩემი ვენახი საქართველოში. სულ ესაა რაც პრეზიდენტობის ცხრა წლის განმავლობაში დავიმსახურე. საცხოვრებელი სახლი მხოლოდ 75 კვადრატული მეტრია, მაგრამ ეს ყველაზე კომფორტული სახლია, სადაც ოდესმე მიცხოვრია.
ეს ყურძენი საუკეთესო ქართულ ღვინოს აკეთებს, და ეს ჩემი სუბიექტური აზრი არაა, ბევრი უკრაინელის აზრია, ვინც დააგემოვნეს. მაგრამ ჩემთვის ეს ვენახი ღვინოზე ბევრად მეტია.“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.