loader

"არის დაწესებულებები, სადაც მიხვალ და ქალის პრობლემა არ იქნება... ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შენ სხვა ქალი გიყვარდება და იმასთან ყოფნა გინდება" - რამაზ ნოზაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არის დაწესებულებები, სადაც მიხვალ და ქალის პრობლემა არ იქნება... ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შენ სხვა ქალი გიყვარდება და იმასთან ყოფნა გინდება" - რამაზ ნოზაძე

"ალბათ, ცოტა უხეშად ჟღერს, მაგრამ მე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, თუ კაცი უცხოეთში არის წასული, იქ მეგობრები დახვდნენ, საქმეები გააკეთეს და მერე ნასვამები სადღაც "საგულაოდ" წავიდნენ", - ამის შესახებ რამაზ ნოზაძემ ჟურნალ "თბილისებეთან" განაცხადა.

მისივე თქმით, საზღვარგარეთ თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში, ცდილობს ოჯახზე იფიქროს და ამიტომ მსგავს გართობაზე უარს ამბობს.

"არის დაწესებულებები, სადაც მიხვალ და ქალის პრობლემა არ იქნება. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შენ სხვა ქალი გიყვარდება და იმასთან ყოფნა გინდება. უხეშად რომ ვთქვათ, ხატიას სიტყვებს გავიმეორებ, ტრენაჟორი დაარქვა ამ მომენტს. ტრენაჟორზე რომ ივარჯიშო, ეს ხომ არ გამოდის შენი ცოლისადმი სიყვარულის ღალატი? ეს მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა. შესაძლოა, არც გინდოდეს არაფერი, მაგრამ დალიოთ ბიჭებმა და გართობას ესეც მოჰყვეს - ეს არ ნიშნავს, რომ შენს შეყვარებულ ადამიანს უღალატე. ეს მხოლოდ იმ მომენტში მოხდა, ხომ არ გრძელდება. არის შემთხვევები, როცა ღრმად შედიან და უკვე საყვარლების თემა მოდის, ცოლსაც დაშორებიან ამ მიზეზით - ეს უკვე მარაზმში გადადის, თუმცა უცხოეთში გართობა ღალატად ნამდვილად არ მიმაჩნია...

ძალიან მომთმენი ადამიანი ვარ და არ მინდა, პატარა ხინჯიც მქონდეს გულში. საზღვარგარეთ რომ ვარ, თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში, ვცდილობ, რაღაცებს არ ავყვე და ჩემს ოჯახზე ვიფიქრო, ამიტომ მსგავს გართობაზე უარს ვამბობ…" - ამბობს რამაზ ნოზაძე.

"არის დაწესებულებები, სადაც მიხვალ და ქალის პრობლემა არ იქნება.... ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შენ სხვა ქალი გიყვარდება და იმასთან ყოფნა გინდება" - რამაზ ნოზაძე