loader

ფარულად გადაღებული კადრები ტაქსიდან - "ამოაძრო ელექტროშოკი, ხელში 9 თვის ბავშვი მეჭირა და ერთიანად ავკანკალდი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფარულად გადაღებული კადრები ტაქსიდან - "ამოაძრო ელექტროშოკი, ხელში 9 თვის ბავშვი მეჭირა და ერთიანად ავკანკალდი"

სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის პოსტი ვრცელდება: "კოჯრიდან გამოვიძახე ტაქსი, 40 ლარი მითხრეს ორივე გზა. თავისუფლების მოედანი გადაკეტილი იყო, რახდება თქო ჩავილაპარაკე და მეც დღეს მანდ მივდივარო, რომელ მხარეს თქო, რასქვია, რათქმაუნდა ლგბტ დასარბევადო, სახე ამეშალა უცებ და გაოცება ვერ დავმალე. ზუსტად წამის მეასდში ამოაძრო ელექტროშოკი და სახესთან ამიპრიწინა.

ამ დროს ხელში 9 თვის ბავშვი მიჭირავს და ერთიანად ავკანკალდი, ვერაფერი ვუთხარი ვერც ლგბტ თემი დავიცავი, უბრალოდ გავშრი, ბავშვზე შემეშინდა. კამერა გავხსენი და გადაღება დავიწყე. არაფერი მახსოვს, ჯერ ვიდეოსთვისაც არ მიყურებია რო აღვიდგინო, მარტო ის მახსოვს რომ დუბინკა ამოაძრო კიდევ მერე. ბავშვი ექიმთან შევიყვანე, მძღოლი მელოდებოდა, შიშისგან მართლა გონება დამებინდა და მეგობრების ჩათში დავწერე რაც მოხდა. ნუ 2 წუთში დავწყნარდი, მოვალო მითხრეს და შევგულიანდი, მძღოლს მხოლოდ ერთი გზის, 20 ლარი მივეცი და გავუშვი.

ამით არ მთავრდება, სანამ მე დავრეკავდი 200-200ში და მოვთხოვდი პასუხს, თვითონ დამირეკეს 20 ლარი რატო მიეცი მძღოლს, 40 ორი გზა იყო და ერთი გზა თუ გინდოდა 24 უნდა მიგეცაო. თავი ვეღარ გავაკონტროლე, ვუთხარი რო ეგ მძღოლი სახესთან ელექტრო შოკს მიპრიწინებდა და მაგ 20 ლარსაც უკან დამიბრუნებდნენ, ასევე ვუთხარი რომ ვიდეო მქონდა და გავასაჯაროვებდი. გამითიშეს, ვურეკავ და არ იღებენ.

მოკლედ ამით იმის თქმა მინდა რომ აქამდეც ვიცოდი ჩემი მეგობრები რამხელა წნეხში იყვნენ, ეს ამის მემილიონედია ვიცი, მაგრამ რაც მე ამ მემილიონედით განვიცადე, მაგას განიცდიან ყოველდღე და ყოველამს. გული დამეწვა, მართლა..
ასმაგად თქვენს გვერდით ვართ, ასმაგად მიყვარხართ.
სიყვარული არის სიყვარული" - წერს ტატა ხარატიშვილი.