loader

"ძვირფასო ბაია პატარაია, თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი და სჯობს, რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა გააგრძელოთ" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძვირფასო ბაია პატარაია, თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი და სჯობს, რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა გააგრძელოთ" - მიხეილ სააკაშვილი

"ძვირფასო ბაია პატარაია, თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი და მხოლოდ, სასოწარკვეთილთან გინდა ამ კერძის ულუფის მიღება, მგონი სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა, თავის დამპალი კომბოსტოთი და კარგად გაითავისოთ ეს გემო", - აღნიშნულით მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ბაია პატარაიას ეხმაურება.

სააკაშვილის თქმითვე, არ აპირებს, ვინმეს დაამცირებინოს ის მიღწევები, რომლებიც ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოს მისი პრეზიდენტობის დროს.

"არ ვაპირებ ვინმეს დავამცირებინო ის მიღწევები, რომელიც ქონდა საქართველოს სახელმწიფოს, ჩემი პრეზიდენტობის დროს, რომელიც იყო უპრეცედენტო ჩვენს ისტორიაში და უზარმაზარ სივრცეზე, სადაც ცხოვრობს რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანი და ნამდვილად არ ვაპირებ second-hand choice ვიყო ვიღაცისთვის", - წერს სააკაშვილი.

ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ არჩევანი მარტო მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არის, ის ისევ "გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას აირჩევს".

"ადამიანის უფლებათა სახლზე, სადაც ასევე არის საფარის ოფისი, მოხდა თავდასხმა. პიროტქნიკაც კი შეყარეს და ადამიანიც კი დაზიანდა. იცოდეთ მაინც დარბევის მასშტაბები. ასე ხდება როცა კანონს არ იცავს პოლიცია და ხელისუფლება, ხოლო საპატრიარქო გავეშებულ ბრბოს მიუქსევს უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს და ფერადმაისურიან ბავშვებსა თუ ტურისტებს... სახელმწიფო არ გვაქვს! "ქართული ოცნების" მმართველობა უნდა დასრულდეს. აბა, მიშა გინდა?! თუ არჩევანი მარტო მიშასა და ბიძინას შორის მაქვს დღეს, ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას ავირჩევ. და თქვენ სასოწარკვეთის რა ლეველზე ხართ?", - წერს ბაია პატარაია.