loader

"ოღონდაცა რა! რა კოჭლი გაპრავება მოუფიქრებია... დედაქალაქის მერობა რომ გინდა, ორკები დაარბევენ და მეორე დღეს, იმალები... რავი აბა" - თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა მელიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოღონდაცა რა! რა კოჭლი გაპრავება მოუფიქრებია... დედაქალაქის მერობა რომ გინდა, ორკები დაარბევენ და მეორე დღეს, იმალები... რავი აბა" - თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა მელიაზე

"5 ივლისს, სამწუხაროდ, თბილისში არ ვიყავი... 6 ივლისს ვიყავი, მაგრამ შეგნებულად არ მივედი რუსთაველის გამზირზე, აქციაზე. როგორც ჩვენგან ჟონავს ინფორმაცია, ასევე ჟონავს მათგანაც - ჩემი იქ მისვლა გაზრდიდა ძალადობის შანსებს, დაიღვრებოდა სისხლი. ისე დაიღვრებოდა, რომ "ქართულ ოცნებას" არ გაუჭირდებოდა, რომ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ მე გამოვეყვანე", - ამის შესახებ ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის აღნიშნულ განცხადებას თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში "კოჭლ გაპრავებას" უწოდებს.

"ოღონდაცა რა! რა კოჭლი გაპრავება მოუფიქრებია. დედაქალაქის მერობა რომ გინდა, ორკები დაარბევენ და მეორე დღეს, იმალები... რავი აბა. მიშა რომ ამბობს, იმიტომ არ ჩამოვედი არეულობა არ მინდაო, მაგის ჩინური ვერსიაა ეს არგუმენტი", - წერს ჩერგოლეიშვილი.