loader

"ბავშვი საწოლიდან გადმომივარდა, საშინელ დღეში ვართ!" - რა ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბავშვი საწოლიდან გადმომივარდა, საშინელ დღეში ვართ!" - რა ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში

ბოლო ორი წელია ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე, ადგილობრივებსა და საამქროს წარმომადგენლებს შორის მუდმივი დაპირისპირებაა. მტვერი, ხმაური და საღებავის მძაფრი სუნი - ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომლებიც ადგილობრივებს გამუდმებით აწუხებთ. მათ თხოვნით საამქროს ხელმძღვანელებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ. ახლა დაძაბულობამ იმატა. როცა ხმაური გაუსაძლისია, მუდმივად ასეთი სიტუაციაა. ამბობენ, რომ მათ პრობლემებს ისინი არ ითვალისწინებენ. ასობით ოჯახი საკუთარ სახლებში ვეღარ ჩერდება, დღის და ღამის განმავლობაში მოსვენება დაკარგეს. გარდა ხმაურისა, გაუსაძლის სიცხეში ფანჯრების გაღება შეუძლებელია. სახლში მუდმივი მტვერი და საღებავის მძაფრი სუნი შედის.

სიუჟეტი 2021 წლის არქივიდან: