loader

"8-ში თუ ნარკოტიკი სჭირდებოდა, 9-ში როგორ უნდა მომხდარიყო ტკივილის გაყუჩება? რა დანიშნულებით გაწერეს ლექსო?" - თინა ხიდაშელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"8-ში თუ ნარკოტიკი სჭირდებოდა, 9-ში როგორ უნდა მომხდარიყო ტკივილის გაყუჩება? რა დანიშნულებით გაწერეს ლექსო?" - თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეს ეხმაურება:

"იმათთვის, ვინც ექსპერტიზას ელოდება - მთავარი კითხვები, რომელიც სინამდვილეში უნდა დაისვას შემდეგია:
- რომ არა 5 ივლისის ძალადობა და დაზიანებები, დადგებოდა თუ არა სიკვდილი იმ კონკრეტული მიზეზით, როგორც დადგა სიკვდილი? ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც სასამართლო ექსპერტიზამ უნდა გვიპასუხოს.
- თუკი 5 ივლისის მასობრივი ძალადობის გამო, ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკს იყენებდა საავადმყოფო, რა დანიშნულებით გაწერეს ლექსო? 8-ში თუ ნარკოტიკი ჭირდებოდა, 9-ში როგორ უნდა მომხდარიყო ტკივილის გაყუჩება?
- რატომ გაწერეს იმ დაზიანებების მქონე პაციენტი, რა პირობებით და რა მდგომარეობაში?
კიდევ ერთხელ ყველაზე მთავარი:
- დადგებოდა თუ არა სიკვდილი რომ არა 5 ივლისის ძალადობა?
ამ კითხვაზე პასუხის გარეშე ნულია ყველა ექსპერტიზის ფასი და მხოლოდ გარდაცვლილის დისკრედიტაციას ემსახურება", - წერს ხიდაშელი.