loader

"ამათ ჩვენთან გაქაჩვის თავი აღარ აქვთ.. ჩვენი საქმეა ლიბერალების იდეოლოგიური გაფარჩაკება, რომ საქართველოში რაც დავიწყეთ, ბოლომდე მივიყვანოთ" - ზურაბ მახარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამათ ჩვენთან გაქაჩვის თავი აღარ აქვთ.. ჩვენი საქმეა ლიბერალების იდეოლოგიური გაფარჩაკება, რომ საქართველოში რაც დავიწყეთ, ბოლომდე მივიყვანოთ" - ზურაბ მახარაძე

"ამათ ჩვენთან გაქაჩვის თავი აღარ აქვთ.. ჩვენი საქმეა ლიბერალების იდეოლოგიური გაფარჩაკება, რომ საქართველოში რაც დავიწყეთ, ბოლომდე მივიყვანოთ" - ამის შესახებ "ალტ-ინფოს" დამფუძნებელმა ზურაბ მახარაძემ განაცხადა.

"ალტ-ინფოს" ფეისბუქის გვერდი გაუქმდა. 11 ივლისს გაითიშა მათი საიტიც altinfo.org, თუმცა უკვე შეიქმნა ახალი ფეისბუქ-გვერდი სახელწოდებით "ალტერნატიული ხედვა".

შეგახსენებთ, გუშინ შსს-მ გურამ ფალავანდიშვილის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის სახლები გაჩხრიკა. ამის შემდეგ კი აღნიშნული პირები საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

5 ივლისს "თბილისის პრაიდის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც 50-ზე მეტი პირი დაშავდა. აქციის ორგანიზატორებს შორის იყვნენ გურამ ფალავანდიშვილი, ზურაბ მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.