loader

"საწყალი ჩემი დედაქალაქი ერთ დიდ სოფლად გადააქციეს“ - დიდ დიღომში გადაღებულმა ვიდეომ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საწყალი ჩემი დედაქალაქი ერთ დიდ სოფლად გადააქციეს“ - დიდ დიღომში გადაღებულმა ვიდეომ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია


"დაკარგა ვინმემ? მესამე მიკროში დასეირნობენ" - ამის შესახებ "დიდი დიღმის" დახურულ ჯგუფში ვიდეო ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა გაავრცელა. ვიდეოს იუმორისტული კომენტარები მოჰყვა, თუმცა საზოგადოების ნაწილი ძროხების სეირნობამ გააღიზიანა.

"საწყალი ჩემი დედაქალაქი ერთ დიდ სოფლად გადააქციეს. რატომ ვერ ეტევით თქვენს სოფლებში? რა გინდათ აქ, თუ ძროხის ყოლა გინდათ წადით საიდანაც ჩამოხვედით და თქვენი საქონელიც თან წაიყოლეთ. რა ვერ გაიგეთ რომ თბილისი საქართველოს დ ე დ ა ქ ა ლ ა ქ ი ა !!!!! ავყროლდით !!" - წერს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. მის კომენტარს ნაწილი დაეთანხმა, თუმცა, ნაწილი ასეთმა დამოკიდებულებამ გააღიზიანა.


“სულაც არ ვყროლდებით ალბათ ამას თქვენ აღიქვამთ ასე!
სოფელი დიღომი გსმენიათ? დედაქალაქის მაცხოვრებელი ხართ. ხოდა იქ ჰყავთ მსხვილფეხა პირუტყვი, რომელმაც საძოვროდან სავარაუდოდ გამოისეირნა… მერე რა თუ პატრონმა მოადუნა ყურადღება, ამ ძროხებს ბევრი ბავშვი სიხარულით შეხედავდა!“ - პასუხობენ კომენტარის ავტორს.