loader

"ვიკავებ თავს, ვითმენ, რომ არ დავწერო არაფერი, მაგრამ ვეღარ..." - ხათუნა ჟორდანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიკავებ თავს, ვითმენ, რომ არ დავწერო არაფერი, მაგრამ ვეღარ..." - ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში პოლიტიკურ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ სანამ "ნაციონალური მოძრაობა" არ მოვიდა ხელისუფლებაში, მანამდე სიძულვილი და აგრესია საქართველოში არ იყო.

„ვიკავებ თავს, ვითმენ, რომ არ დავწერო არაფერი (თან ვითვალისწინებ ჩემს გურულ სიფიცხეს, ჩემს ავად ყოფნას), მაგრამ ვეღარ…

ქ-ნო ხატია დეკანოიძე თუ დეკანოსიძე!!!!!!!

რაღაც სიძულვილზე, ზიზღზე, აგრესიაზე საუბრობდით, ყური მოვკარი…

ეს სიტყვები რას ნიშნავდა, არ ვიცოდით საერთოდ, მანამ, სანამ თქვენი პოლიტიკური გუნდი არ მობრძანდა ქვეყნის სათავეში!!!

საქართველოში, ყველას გვიყვარდა ერთმანეთი და გვედარდებოდა სხვისი გაჭირვება.

ბევრს არ გავაგრძელებ და სასაცილოდ ნუ გაიხდით თავს ბრტყელ-ბრტყელი წინადადებების სროლით, ვერ ხართ კარგი მსახიობი და დიდი ხანია თქვენი არ სჯერა არავის…“