loader

"ალერსიანი ფერებაც ყოფილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარყვნილ ქმედებაში დავდოთ ვინმეს ბრალი" - რას ამბობს სკოლის მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პედაგოგის ადვოკატი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალერსიანი ფერებაც ყოფილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარყვნილ ქმედებაში დავდოთ ვინმეს ბრალი" - რას ამბობს სკოლის მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პედაგოგის ადვოკატი?

"ალერსიანი ფერებაც ყოფილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარყვნილ ქმედებაში დავდოთ ვინმეს ბრალი" - ამის შესახებ სკოლის მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პედაგოგის ადვოკატმა "ტვ პირველს" განუცხადა.

64 წლის მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეზე სავარაუდოდ, სექსუალურად ძალადობდა, პატიმრობა შეეფარდა. როგორც ოჯახი და ახლობლები ყვებიან, 18 წლის გოგოს ბრალდებული მასწავლებელი ისტორიაში ამზადებდა. მათივე განმარტებით, იგივე მამაკაცი კერძო გაკვეთილებამდე მოსწავლეს სკოლაშიც ასწავლიდა. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დროს მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბრალს დაკავებული და მისი ოჯახი არ აღიარებს.