loader

"ერთ ამბავს მოგიყვებით, ჯერ არავისთვის მომიყოლია, არც ტელევიზიაში მითქვამს აქამდე" - რა ამბავი გაიხსენა ზალიკო ბერგერმა კახა კალაძესთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთ ამბავს მოგიყვებით, ჯერ არავისთვის მომიყოლია, არც ტელევიზიაში მითქვამს აქამდე" - რა ამბავი გაიხსენა ზალიკო ბერგერმა კახა კალაძესთან დაკავშირებით?

"ქართული ოცნების" გუნდმა თბილისის მერის მომავალი არჩევნებისთვის საზოგადოებას კანდიდატად კახა კალაძე წარუდგინა. ცერემონიას ბევრი ცნობილი სახე, მათ შორის, დიზაინერი ზალიკო ბერგერი ესწრებოდა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ კახა კალაძის დიდი ხნის მეგობარია და საღამოზე მისვლის მიზეზი სწორედ ეს იყო.

ზალიკო ბერგერმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გაიხსენა, თუ როგორ დაეხმარა კახა კალაძე.

"ერთ ამბავს მოგიყვებით, ჯერ არავისთვის მომიყოლია, არც ტელევიზიაში მითქვამს აქამდე. წლების წინ ვიდეო გავრცელდა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიღწევებზე ვილაპარაკე. ბევრს ამის გამო წინა მთავრობის მხარდამჭერი ვგონივარ. რაც მიშამ ბათუმში ააშენა, ძალიან კარგია, ამ სიტყვებს უკან არ წავიღებ, უკეთესები ააშენონ სხვებმა, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს ერთი უსიამოვნო ამბავი გადაგვხდა თავს.

ზურა ხაჩიძე ჩემი დეიდაშვილია, დედაჩემი - ბელა, ელექტროენერგიის მწარმოებელ ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში მუშაობდა და ამ კომპანიის უფროსს უთხრეს, რომ ბელა ოპოზიციონერის დეიდააო, რის გამოც სამსახურიდან გამოუშვეს. საშინელი დღეები გადავიტანეთ, ბელა 2 წლის განმავლობაში ცოცხალ-მკვდარი იყო.

პირველად ვყვები ამ ისტორიას. კომპანიას მიზეზი ჰქონდა, რომ ბელა სამსახურიდან გამოეშვა. ეს ამბავი რთულად გადავიტანეთ... ძალიან ენატრებოდა ბელას თავისი სამსახური. როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა, კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა. კახის საკმარისი დრო არ ჰქონდა, ანუკამ კი ბევრჯერ იკითხა ბელას ამბები, წუხდა, რომ დედაჩემი აღარ მუშაობდა. ჩემთვის სამართლიანობა აღდა და ბელა სამსახურში დააბრუნეს - კახი ძალიან დაგვეხმარა..." - ამბობს ზალიკო ბერგერი.