loader

"ვერ წარმოიდგენთ, როგორ იტანჯებიან... იხრჩობიან, ეს არის სრული ჯოჯოხეთი" - ექიმ დევი ტაბიძის თქმით, "დელტა" შტამს ახალი სიმპტომები დაემატა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ წარმოიდგენთ, როგორ იტანჯებიან... იხრჩობიან, ეს არის სრული ჯოჯოხეთი" - ექიმ დევი ტაბიძის თქმით, "დელტა" შტამს ახალი სიმპტომები დაემატა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე ამბობს, რომ "დელტა" შტამს ახალი სიმპტომები დაემატა. ექიმის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში სრული ჯოჯოხეთი ხდება და შესაძლოა უახლოეს პერიოდში საექიმო რესურსი ამოიწუროს.

"თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს ადამიანები, ვინც ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან როგორ იტანჯებიან. პირდაპირ იხრჩობიან, ეს არის სრული ჯოჯოხეთი, ჯოჯოხეთი არამარტო პაციენტებისთვის. ჩვენც ხომ გვინდა ექიმებს არსებობა, არ შეესაბამება ადამიანურ შინაგან ფსიქიკურ და ჯანმრთელობით ფორმას. ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ, გავიგე, რომ ექიმის ფიცი დავდეთ, ექიმები უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენც ხომ გვაქვს ადამიანური რესურსი? რაღაც გარკვეულ პერიოდში ეს რესურსი ამოიწურება და თუ ექიმს ეს რესურსი ამოეწურა, კიდევ უფრო ცუდად წავა საქმე", - განაცხადა "დღის კურიერში" დევი ტაბიძემ.