loader

ემოციური კადრები: გულშემატკივრების რეაქცია ბათუმის "დინამოს" მოგებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური კადრები: გულშემატკივრების რეაქცია ბათუმის "დინამოს" მოგებაზე

ბათუმის "დინამომ" კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის საპასუხო მატჩში გასვლაზე "ბატე" 4:1 გაანადგურა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ბელარუსულმა გუნდმა დებიუტიდანვე შეუტია, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია, 30-ე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, „დინამომ“ რამდენიმე იერიში განახორციელა და ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გოლი გაუშვა - საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე კუპატაძე და კობახიძე ერთმანეთს შეეჯახენ, იაბლონსკიმ „ბატე“ დააწინაურა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2:0 გახდა.

შესვენების შემდეგ კი „დინამო“ ბრწყინვალედ გარდაისახა, აქტიურად შეუტია და შედეგსაც მიაღწია: ჯერ ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე იაბლონსკის მოხვდა და პენალტით
ანგარიში მამუჩაშვილმა გაათანაბრა, ხოლო მერე ჩიჩკანის კარი ფლამარიონმა, აზაროვმა და შეცვლაზე შესულმა ფანცულაიამ დალაშქრეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, რასაც ვულოცავთ კიდეც.

ტურნირის მესამე ეტაპზე ბათუმის "დინამო" თურქეთის "სივასპორს" 5 და 12 აგვისტოს დაუპირისპირდება.

გულშემატკივრის ბედნიერ ემოციებს "ფესიბუქის" მომხარებელი ედუ კოჩალიძე ავრცელებს.