"ახლა არც მიშას ეწყინება..." - რა უპასუხა ნიკა მელიამ შეკითხვაზე, შეუთანხმა თუ არა მიხეილ სააკაშვილს პარლამენტიდან გასვლის გადაწყვეტილება?
"მიხეილ სააკაშვილი არის მიხეილ სააკაშვილი და ნიკა მელია არის ნიკა მელია, ელენე ხოშტარია არის ელენე ხოშტარია. ნიკა მელია არის არჩეული პარტიის თავმჯდომარედ. რატომ უნდა შემეთანხმებინა, მე ვარ პარტიის თავმჯდომარე. არც მიშას ეწყინება. პარტიას რაც შეეხება, იყო უდიდესი სურვილი, რომ ამ გზას დავდგომოდით ყველანი ერთად. ჩემი დაჟინებული თხოვნა იყო, რომ ეს ნაბიჯი გამართლებული არ არის", - ამის შესახებ ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.