loader

"რა თქმა უნდა, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს, თუ ქვეყანაში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს" - ბიძინა კულუმბეგოვი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა თქმა უნდა, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს, თუ ქვეყანაში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს" - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ამ რაოდენობის პაციენტებს ქვეყანა უმკლავდება.

"ქვეყნისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთა 3-ათასიანი ნიშნული, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია, მაგრამ წინა ტალღებთან შედარებით, მთავარი საპირწონე არის ის, რომ გვაქვს უზარმაზარი და უძლიერესი ძალის ინტერვენციის საშუალება, რასაც ვაქცინაცია ჰქვია. ბუნებრივია, ვიცით, რომ საქართველოში, უცებ ხვალ ვერ გავიღვიძებთ და ჩვენი სურვილის მიუხედავად, ყველა ორჯერადად აცრილი ვერ იქნება, ამას ობიექტური დროის ფაქტორი აქვს და ის ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს. თუ ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, ჩემი, როგორც ერთი ექსპერტის მოსაზრებით, რა თქმა უნდა, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს, სხვანაირად ეპიდემიის კონტროლი ვერ იქნება. ჯერჯერობით ამ რაოდენობის პაციენტებს ქვეყანა უმკლავდება, თუმცა, სამწუხაროდ, რაც მეტი ადამიანია ინფიცირებული, მეტია ჰოსპიტალიზებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, მეტია გარდაცვლილი", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.