loader

"გევედი" - რა რექაცია ჰქონდა იაკობ ქაჯაიას ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში გასვლაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გევედი" - რა რექაცია ჰქონდა იაკობ ქაჯაიას ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში გასვლაზე

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 1-ელ აგვისტოს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ (130) ფინალის საგზური მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ფინელი ელიას კუოსმანენის წინააღმდეგ სუფთა გამარჯვება მოიპოვა - მეტოქე ჩობჯენში ჩაიყვანა და იქ სრული უპირატესობით აჯობა.

იაკობმა ფინალში ასპარეზობის მოსაპოვებლად ჩილეს სახელით მოასპარეზე იასმან აკოსტა ფერნანდესი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
შეხვედრა 1:1 დამთავრდა, ქაჯაიამ კი ქულა უფრო გვიან მოიპოვა და ამით გაიმარჯვა.

იაკობმა გამარჯვება ემოციურად აღნიშნა. პირდაპირ ეთერში კი ისმოდა, თუ როგორ მიმართა გამარჯვებულმა სპორტსმენმა ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს. "გევედი" - თქვა ოლიმპიადის გახარებულმა ფინალისტმა.

ვიდეო: პირველი არხი