X
"ეს ხომ შენ გამოიწვიე? ექიმმა? საქართველოში ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოდიან, აქ ხომ აშკარაა არასწორი მართვა..." - იაგო ფრანგიშვილი
14:43 / 25-08-2021
გე­რმა­ნი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში კორონავირუსის მართვის კუთხით დაშვებულ შეცდომებზე წერს.

"ახლა გამომიგზავნეს ერთი ახალგაზრდა პაციენტის ფილტვის კატე, დიდი ლობური ფილტვის ანთებაა, აი, ფილტვის დიდი წილაკების საზღვრებს რომ ანატომიურად მონიშნავ, აი ისეთი ანთებაა, დ დიმერი უარყოფითია და აქვს დადებითი ტესტი კორონაზე. ამოყორეს პაციენტი სტეროიდებით. აყვანილია უკვე ინტუბაციაზე და კიდევ, ამ სტეროიდების გარდა რას აძლევენ, არავინ იცის. არცერთხელ არ გაკეთებულა ბაქტერიოლოგიური კვლევა. დაადგინეს ერთხელ კორონა და მორჩა მთელი დიაგნოსტიკა.

ნუთუ, ასე ძნელად შესაგნებია, რომ დადებითი ტესტი მხოლოდ კორონაზე არ ნიშნავს, რომ აი, ეს კონკრეტული პრობლემა კორონაა? კორონა ისე ასუსტებს იმუნურ სისტემას, რომ სხვა მიკროორგანიზმი არცთუ იშვიათად გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის. უკვე მერამდენე შემთხვევაა, უკვე ასამდე ადის ჩემთან შემოსული ამგვარი საშინელი არადიფერენცირებული მიდგომა. რამდენი იყო უბრალოდ ფილტვის შეგუბებით გულის უკმარისობის გამო და რახან კორონა ტესტი დადებითი იყო, გაჭყიპეს სტეროიდებით, იმის მაგივრად რომ უბრალოდ მაღალდოზირებული შარდმდენი მიეცათ. რამდენი იყო დ დიმერი უარყოფითი და "ფილტვია დაზიანებულიო" და ნახავ სურათს, და ეგრევე ხედავ, რომ ჰემორაგიაა, სისხლჩაქცევაა, იმიტომ რომ მაღალდოზირებული შედედების საწინააღმდეგო საშუალებით გააჯერეს ორგანიზმი. მერე გააკეთებენ დ დიმერის ანალიზს და ავარდნილია ათასებში, ეუბნება ექიმი, აი ხო ხედავ, იმან არაფერი იცის, დ დიმერი რამხელააო, დიახ, სისხლჩაქცევის შემდეგ აიწევს და გაასმაგდება დ დიმერი, მაგრამ, ეს ხომ შენ გამოიწვიე? ექიმმა?

არ ჰქონდა დ დიმერი, დაიწყე აგრესიული ანტიკოაგულაცია, მოხდა სისხლდენა და გაქვს დ დიმერი. ლოგიკა მარტივია. არა დაბალი პერიფერიული სატურაციის გამო მართვითი სუნთქვა, არამედ უნდა ნახო ადამიანის ცნობიერება. 80%იანი სატურაციით ვერავინ დარჩება გონებაზე 2 საათის მერე, ეს გამორიცხულია. არტერიიდან უნდა გაკეთდეს კვლევა. ლაბორატორიული მონაცემით აქციონიზმი კლავს. ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოდიან, აქ ხომ აშკარაა არასწორი მართვა. ნუთუ ამ 18 თვის მერე ასე ძნელია იმის შეგნება, რომ კორონავირუსი, მძიმედ მიმდინარე, დაახლოებით 20%-ში აზიანებს ფილტვს თავად და დანარჩენ შემთხვევაში მოქმედებს როგორც გამშვები მექანიზმი სხვა ინფექციისთვის, სხვა გამომწვევისთვის, სხვა დაავადებისთვის.

აი, ის სხვა პრობლემა უნდა აღმოაჩინო, იმას უნდა მიაგნო და უმკურნალო. არცთუ იშვიათად ექიმი და არასწორი მართვა ქმნის იმ სხვა პრობლემას. გაუცვალეთ ექიმებმა ერთმანეთს ინფორმაცია, ნუ იქნებით ასე მომართულები, რომ კორონაა და მე კი არა, მსოფლიო ვერაფერს ახერხებსო, ნუ იქნებით ასე რეზისტეტნტები და მიუვალები ახალი მზერის და კითხვების დასმის მიმართ. ბედნიერებაა, როცა აღმოაჩენ, რომ ფილტვების ანთება პნევმოკოკით, ან კლებსიელათია გამოწვეული, უმკურნალობ სათანადოდ და რამდენიმე დღეში გამოკეთდება, ამას საოცრებად ჩაგითვლიან და უზენაეს მადლად, ღირს დაფიქრებად და ჩაკირკიტებად, ღირს ეს ყველაფერი კითხვების დასმად, ღირს ეს ყველაფერი იმად, რომ უკმაყოფილო იყო საკუთარი პირველი დიაგნოზით.

ეს არაა შეცდომა, არამედ ასეა მედიცინა, დიაგნოზი ყალიბდება დროში, კლინიკით, დაკვირვებით და დამატებითი კვლევით. ასე რომ არ იყოს, ექიმი საერთოდ საჭიროც არ იქნება, შეაგდებდი აპარატში მონაცემებს და მოგცემდა დიაგნოზსაც და მკურნალობასაც. არაა ასე. კომპიუტერი მისი გადაწყვეტილებით კმაყოფილია სულ და ექიმი არა. ექიმს კრიტიკული აზროვნების უნარი აქვს და კომპიუტერს, ლაბორატორიას კი არა", - წერს იაგო ფრანგიშვილი.

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული “ჰერიო ბიჭებო“ ინტერნეტს იპყრობს

ვიდეო: “ჟრუანტელი“
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“ - ავჭალაში გადაღებულმა ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო