loader

კადრები წყნეთიდან, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა და გზა ჩავარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები წყნეთიდან, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა და გზა ჩავარდა

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, 30 ივლისს, წყნეთში, მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მიმდინარე წლის 30 ივლისს, თბილისში, წყნეთში, ლეონიძის ქუჩა N 13-ის მიმდებარედ, მიწის გარკვეული მასა ჩამოიშალა, რამაც გაააქტიურა მეწყრული პროცესები. პირველი ღონისძიებები იქ უკვე გატარებულია. უსაფრთხოების მიზნიდან გამომდინარე, მიმდებარედ არსებული საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია. ასევე იმ არეალში იყო "ჯი ვი პის" წყალმომარაგების მილი, რომლის დაზიანების გამო მოსახლეობას რამდენიმესაათიანი შეზღუდვა ჰქონდა წყლის მიწოდებაზე, თუმცა დღეს ეს პრობლემა მოხსნილია. "ჯი ვი პის" შესაბამისმა სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა ალტერნატიული წყლის მილის მომარაგება მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის", - აღნიშნავს ბენდელიანი და დასძენს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა სახის სამუშაოები განხორციელდება უახლოეს დღეებში.

ვიდეო: "ტვ პირველი"