loader

"მაგარი კაცი ხარ, ძმაო, გილოცავთ" - "ქართული ოცნების" ლიდერები ლაშა ტალახაძეს ოლიმპიურ ჩემპიონობას ულოცავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაგარი კაცი ხარ, ძმაო, გილოცავთ" - "ქართული ოცნების" ლიდერები ლაშა ტალახაძეს ოლიმპიურ ჩემპიონობას ულოცავენ

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლაშა ტალახაძეს მეორე ოლიმპიური ოქროს მოპოვება მიულოცეს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ სპორტსმენს პირადად დაურეკა და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებთან ერთად გამარჯვება მიულოცა.

საუბრის ბოლოს პრემიერმა, ასევე მასთან ერთად მყოფმა ირაკლი კობახიძემ, კახა კუჭავამ, არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარაძემ ქართველ სპორტსმენს დღეს მოპოვებული გამარჯვებისთვის მადლობა ტაშით გადაუხადეს.

ძალოსანი ლაშა ტალახაძე +109 კგ. წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. 27 წლის ქართველისთვის ეს რიგით მეორე ოლიმპიური ოქროა. ტალახაძემ 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ატაცში მან 223 კილოგრამი ასწია, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია. აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა 265 კილოგრამი დაძლია და ამ კუთხითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამასთან, მან ორჭიდში 488 კილოგრამი დააგროვა, რითაც თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ტალახაძემ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მე-2 ოქრო მოუტანა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებისთვის ეს არის მე-7 მედალი (2 ოქრო, 4 ვერცხლი 1 ბრინჯაო).

შეგახსენებთ, ტალახაძე 5-გზის ევროპის ჩემპიონი, 4-გზის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და უკვე 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია.