loader

ლაშა ტალახაძის პირველი მიმართვა გულშემატკივარს ოლიმპიური ოქროს შემდეგ! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაშა ტალახაძის პირველი მიმართვა გულშემატკივარს ოლიმპიური ოქროს შემდეგ!


“#არქელი ლაშას პირველი მიმართვა გულშემატკივარს ოლიმპიური ოქროს შემდეგ!“ - ვიდეოს კომპანია არქი - Archi ავრცელებს. 

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 4 აგვისტოს, საქმეში ქართველი ძალოსანი და არაერთი მსოფლიო რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ჩაერთო, ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა და ამით დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შედეგის ავტორია!

ატაცში ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია, მეორეზე - 215, მესამე ცდის შემდეგ კი 223 კგ დააფიქსირა, რაც როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო რეკორდია, რომელიც ლაშას ეკუთვნოდა (222).

რაც შეეხება აკვრას - ქართველი სპორტსმენი ფიცარნაგზე ისევ საკმაოდ გვიან გამოვიდა, რადგანაც კონკურენტებზე ბევრად მეტი, 245 კგ დაიმორჩილა და ოლიმპიური ჩემპიონობა პირველივე ცდაზე მოიპოვა. ლაშამ მეორე ცდაზე 255 კგ დაძლია, მესამეზე კი - 265, რაც აკვრაში ასევე თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებაა. საერთო შედეგი - 488 კგ-იც რეკორდულია!