loader

“კოვიდგადატანილებში გარდა სპერმის ხარისხის პრობლემისა, შესაძლოა იმპოტენციაც იყოს.. 5-10-12 წლის ბიჭს თუ დაემართა კოვიდი, შესაძლებელია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით მომავალში პრობლემა შეექმნას“ - გიორგი ფხაკაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“კოვიდგადატანილებში გარდა სპერმის ხარისხის პრობლემისა, შესაძლოა იმპოტენციაც იყოს.. 5-10-12 წლის ბიჭს თუ დაემართა კოვიდი, შესაძლებელია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით მომავალში პრობლემა შეექმნას“ - გიორგი ფხაკაძე


პროფესორი გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის საგანგაშო შედეგებს ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, რომ აიცრან 

“მაპატიეთ, კარგი ამბები არ მაქვს. საქართველოში უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე გარედან ჩანს.
ახლახან შემოღებული შეზღუდვები მორიგი ფარსია. ამაოდ მეგონა, საღი აზრი გაიმარჯვებდა, დღეს ჩატარებული მასობრივი ღონისძიებები ადასტურებს, რომ პანდემიის დროს არჩევნები არის ყველაზე დიდი დანაშაული. არჩევნები კლავს!

მეტრო უნდა დაეკეტათ, როგორც ყველაზე დიდი გავრცელების წყარო. უნდა დაემატებინათ ბევრი ავტობუსი, რომ თითოეულში ცოტა ადმიანი ყოფილიყო. ეს იქნებოდა ეფექტური მმართველობა.

დელტა ვირუსი ვერაგია. ადრე მამაკაცებზე ვთქვი, სანამ დაგემართათ კოვიდი, შთამომავლობაზე იზრუნეთ-თქო, გამლანძღეს, დამცინეს. დაახლოებით ერთი წლის წინ კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდგადატანილებში სპერმის ხარისხი ქვეითდებოდა. ამ ბოლო დროს წამოვიდა კვლევები, რომ არა მარტო სპერმის, არამედ ერექციის პრობლემებია, პრაქტიკულად იმპოტენციაზეა საუბარი. თუ გსურთ, მსგავს პრობლემებს აცდეთ, აიცერით „ფაიზერით“ და იარეთ პირბადით,

5-10-12 წლის ბიჭს თუ დაემართა კოვიდი, ეს ნიშნავს, რომ მას შესაძლებელია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით მომავალში პრობლემა შეექმნას, ამიტომ მოგიწოდებთ, ყველა უნდა ავიცრათ გარშემო, რომ ჩვენი ბავშვები გადავარჩინოთ! ვინ არის შედეგებზე პასუხისმგებელი?! ანტივაქსერების სექტა, რომლებიც უარს აცხადებენ აცრაზე და პირბადეზე საკუთარი უფლებების მოშველიებით. თქვენს უფლებებზე რომ ლაპარაკობთ, იმ პატარა ბიჭის უფლებებს ვინ იცავს?!

აბსოლუტურად ვეთანხმები საფრანგეთის გადაწყვეტილებას, სადაც მატარებელშიც კი ვერ ჩაჯდები, თუ არ ხარ ვაქცინირებული. ძალიან ვნანობ, რომ საქართველოში არ არის ისეთი მთავრობა, რომელიც იტყვის სათქმელს და გასაკეთებელს გააკეთებს! ხალხზე არავინ ფიქრობს! ეს ეხება პოზიციასაც და ოპოზიციასაც!

ახლა მე ვიტყვი იმას, რაზეც არავინ საუბრობს - ვირუსის ძლიერი აფეთქება მოდის. პიკამდე არ მივსულვართ. დელტა ვირუსი სანამ მოსახლეობის 90% არ დააინფიცირებს, არ გაჩერდება. მხოლოდ 2 გზაა - ან უნდა იყოთ ვაქცინირებული და იაროთ პირბადით, რომ არ გადაგედოთ, ან გადაიტანთ ვირუსს. სანამ მოსახლეობის 90% არ ექნება პოპულაციური იმუნიტეტი, პიკი არ იქნება. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს ინფიცირებულთა რაოდენობა კლებას, სიკვდილიანობა კიდევ 2 კვირა იმავე დონეზე იქნება, შემდეგ კლებას დაიწყებს.“