loader

ანუკი არეშიძე განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანუკი არეშიძე განცხადებას ავრცელებს

ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მლის ბრენდ ANOUKI - ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ანუ­კი არე­ში­ძე და მე­ნე­ჯმენ­ტი მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ, რომ თით­ქოს და­სუფ­თა­ვე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სპე­ც­ფორ­მებს ანუ­კი არე­ში­ძის კომ­პა­ნია კე­რავს, სპე­ცი­ა­ლუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

“მსურს გა­ვა­კე­თო ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი, გუ­შინ მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დო , რომ შპს” ანო­უ­კის “და­ფუძ­ნე­ბის დღი­დან დღემ­დე არა­ვი­თა­რი პირ­და­პი­რი ან ირი­ბი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, არც შპს ”თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" და არც სხვა რო­მე­ლი­მე სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რის უნი­ფორ­მე­ბის წარ­მო­ე­ბას­თან. მე­ტიც, არც კომ­პა­ნი­ის მო­მა­ვალ გეგ­მებ­ში შე­დის მსგავ­სი ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის.

და­ვა­ზუს­ტებ, რომ დღე­ვან­დელ დღეს კომ­პა­ნი­ის მთლი­ა­ნი რე­სურ­სი მო­მარ­თუ­ლია ბრენდ “ანუ­კის” ქა­ლის ტან­საც­მლის სე­ზო­ნურ წარ­მო­ე­ბა­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩვე­ნი ბრენ­დის ქვეშ წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­მო­სი წარ­მა­ტე­ბით გა­დის ექ­სპორტზე მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და ორი­ენ­ტი­რი გახ­ლავთ სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. დიდი მად­ლო­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.