loader

47 წლის კოვიდდადებითი ქალი 10 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპის დედა გახდა - რას წერს კლინიკა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

47 წლის კოვიდდადებითი ქალი 10 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპის დედა გახდა - რას წერს კლინიკა?


47 წლის კო­ვიდ­და­დე­ბი­თი ქალ­ბა­ტო­ნი ტყუ­პის დედა გახ­და. ქალ­მა ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში იმ­შო­ბი­ა­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას კლი­ნი­კის "ფე­ის­ბუქ-გვერ­დი" ავ­რცე­ლებს.


“47 წლის კოვიდდადებითი ქალბატონი ტყუპების დედა გახდა. ქალბატონი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა. ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას „კლინიკა ბომონდში“, ფერიცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა.

აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა.

დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„კლინიკა ბომონდი“ იზიარებს ოჯახების ბედნიერებას. მშვიდობას და ჯანმრთელობას უსურვებს ახალშობილთა ოჯახებს, ხოლო სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის დაუღალავი შრომისათვის.“ - აღნიშნულია განცხადებაში.