loader

“ფაიზერის მეორე დოზაზე მისულს სინოფარმით ამცრეს“ - შოკისმომგვრელი შემთხვევა თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ფაიზერის მეორე დოზაზე მისულს სინოფარმით ამცრეს“ - შოკისმომგვრელი შემთხვევა თბილისში

მო­ქა­ლა­ქე მარი ჭე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ "ფა­ი­ზე­რის" მე­ო­რე დო­ზა­ზე მი­სუ­ლი "სი­ნო­ფარ­მით" აც­რეს.

“წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH), ევექსი კლინიკები • Evex Clinics: ჯერ 1 საშინლად არეული და ცოცხალი რიგი დამხვდა ადგილზე მისულს, (ერთმანეთს ახტებოდა ხალხი რიგში) როცა წინასწარ დავრეგისტრირდი და ის დრო შევარჩიე რომელიც მაწყობდა (რავიცი, მუშაობს ხალხი)
ამ დროს ოთახიდან ისმის ხმა რომ დღეს მხოლოდ ფაიზერია ქალბატონო, სხვა აცრა დღეს არ გვაქვს.

მერე მეორე ძლივს მოხუც ექიმთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ მივედი ექთანთან, უსაყვარლესი ქალი იყო, ძაან შინაურულად ლაპარაკობდა და მეთქი თბილისში გავიგე რომ აერიათ ვაქცინები და შეიძლება ვნახო-მეთქი და კი აი ნახე, თუ გინდა გადაიღეო, მანახა ფლაკონი გადაჯღაპნილი ჰქონდა რაღაც, მე მივაწერე, მჭირდებოდაო და უკან ჩინური წარწერებია, ვეკითხები რატომ აწერია ჩინურად, წინაზე წავიკითხე ფაიზერი-მეთქი და არა ეს არის ფაიზერიო, დღეს სხვა ვაქცინა არც გვაქვსო, სინოფარმი ორშაბათს და ოთხშაბათს არისო და დღეს პარასკევია და გავჩერდი (აი აქ იყო ჩემი შეცდომა რომ დავეთანხმე, თუმცა რამდენი ასე ვინმეს რამეში ჩავეძიე იმდენი მე გამოვდივარ მტყუანი, მე ვარ სწერვა და არავის უყვარს ასე ჩაძიებები და მაგის თავი გააააააქვს ?).

აცრის შემდეგ გადმოვჯექი ცოტა მოშორებით, მოდის ეს ექთანი აი მაცივარი აქ არის, განახებ შეფუთვას, თუ გინდა გადაიღეო, თითქოს არც ვაპირებდი, მაგრამ გამიმზადა და გადავიღე. აქაც ჩინურად აწერია ყველაფერი, მაგრამ მაინც არ ვიხრი წარბს, რადგან ზოგადად ადამიანებს ვენდობი. აქაც ვკითხე აი ეს აწერია მეთქი და არაო ესააო რა და გავჩერდი. ამასობაში ჩემს მერე ვიღაც კაცი შევიდა და იმანაც იკითხა ხო ფაიზერიაო და კიო ექიმმაც და ექთანმაც, დღეს ფაიზერის დღეაო.

გამოვედი მოსაცდელში და ამასობაში ვკითხულობ აწერია Beijing Institute of Biological Products. დავგუგლე და The Sinopharm vaccine is produced by Beijing Bio-Institute of Biological Products Co Ltd, subsidiary of China National Biotec Group (CNBG). ბეიჯინგის ინსტიტუტი აწარმოებს სინოფარმსო. შევუვარდი იმ ქალს ავტეხე ერთი ამბავი. მე და ეს კაცი ვიყავით მხოლოდ მეორე დოზაზე, დანარჩენები პირველ დოზაზე იყვნენ.
მაცივრიდან გამოღებულ შეკვრას აკლდა 1 შეკვრა (სავარაუდოდ ეგ იყო ამოღებული, არ ვიცი შეკვრაში რამდენი ფლაკონია, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს ჩემამდეც ყველას სინოფარმით ცრიდნენ და ფაიზერს უწერდნენ)

ფაიზერის დოზა არის 0,3 ერთ აცრაზე ერთ ადამიანზე, სინოფარმის დოზა არის 0,5 ერთ აცრაზე ერთ ადამიანზე. მე ამიცრეს 0,3 სინოფარმი. ანუ არევაც რომ იყოს შესაძლებელი მეორე აცრა სრულად არ ითვლება.
ჯანდაცვაში დარეკეს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 2 კვირაში მობრძანდით, გაგიკეთებთ ანტისხეულებზე ტესტს და მერე გეტყვით ითვლებით თუ არა სრულად ვაქცინირებულიო. თუ არადა ისიც არ იციან ალბათ რას იზამენ : )
დირექტორმა, მამუკა იოსელიანმა პირველ ადგილზე დავაყენებ ამ საქმეს და თითქოს ჩემი პირადი იყოს ისე მივხედავო, იმნაძესაც დავურეკავო, ავაწრიალე ყველაო : )

პირველ რიგში, არის ჯანდაცვის სისტემის ბრალი, რადგან წესიერად ექიმები/ექთნები ვერ გადაუმზადებიათ და ვერ დაამახსოვრებინეს რომ ფაიზერის ვაქცინის დროს ფაიზერი უნდა ეწეროს ფლაკონს და სინოფარმის დროს რაღაც ჩინური იეროგლიფები.
ასევე ჯანდაცვის სისტემის ბრალია ის, რომ ჩემი გარდაცვლილი ბებია უფრო ყურადღებიანია ვიდრე ის მოხუცი ექიმი ქალბატონი.
კიდევ ის, რომ ამხელა კლინიკაში 1 ექიმი და 1 ექთანი ცრის და თანაც ასეთი "ყურადღებიანი".
მაგრად მიკვირს ისეთი ექიმების ხელში, გოგოები მხოლოდ იმიტომ რომ აბარებდნენ სამედიცინოზე, რომ თეთრხალათიანი სარძლო კარგი სარძლოა, საერთოდ ცოცხლები როგორ ვართ.
UPDATE: გამყრელიძის მოადგილე ქალბატონმა ხათუნამ საზღვარგარეთ არის არეული ვაქცინების პრაქტიკა და შედეგები ძალიან კარგიაო, ჯანრმთელობის პრობლემა არ იქნება.
უბრალოდ ჩვენთან არ არის ჯერ ეგ სისტემა და არ იციან როგორ ჩაწერონ პირველი ფაიზერი და მეორე სინოფარმი“ - წერს მარიამი.