loader

"ნებისმიერი თავყრილობა და ხალხმრავლობა დროებით და იძულებით უნდა შეიზღუდოს" - თიკა ფაცაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნებისმიერი თავყრილობა და ხალხმრავლობა დროებით და იძულებით უნდა შეიზღუდოს" - თიკა ფაცაცია

ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში დღევანდელ კოვიდსტატისტიკას ეხმაურება და წერს, რომ ნებისმიერი თავყრილობა და ხალხმრავლობა დროებით და იძულებით უნდა შეიზღუდოს.

"10 დღე გავიდა იმ ახალი შეზღუდვებიდან და მაინც 6 000 შემთხვევა... რას ნიშნავს ეს? ასე ვერ წავალთ კლებაში ინფიცირების, სანამ რეგულაციების უმკაცრესი კონტროლი არ განხორციელდება... ჩვენ ვერ გვყოფნის შეგნება? მაშინ კანონის ძალამ გვაგრძნობინოს და მიგვითითოს. სამწუხაროდ "თავის-უფალი" ყველა სხვადასხვანაირია და ნებისმიერი თავყრილობა და ხალხმრავლობა დროებით და იძულებით უნდა შეიზღუდოს, ორი კვირით მაინც, რომ ამოისუნქოს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ყველამ და ყველაფერმა", - წერს თიკა ფაცაცია.