loader

"ვახო სანაიას ამბავში ყველაზე ცუდი ნაძირლების გამოშვებაც კი არ არის... არა... ისიც კი არა, რომ ძალადობის მორიგი წახალისების აქტი შედგა" - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვახო სანაიას ამბავში ყველაზე ცუდი ნაძირლების გამოშვებაც კი არ არის... არა... ისიც კი არა, რომ ძალადობის მორიგი წახალისების აქტი შედგა" - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ვახო სანაიას საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

"ვახო სანაიას ამბავში ყველაზე ცუდი ნაძირლების გამოშვებაც კი არ არის. არა.... ისიც კი არა, რომ ძალადობის მორიგი წახალისების აქტი შედგა. არა... ყველაზე საზარელი ის ცინიზმია, რომლითაც "ოცნების" რეჟიმის ჭანჭიკმა დასცინა ამ მნიშვნელოვან საქმეზე განაჩენის მომლოდინე მედიას და საზოგადოებას. ცინიზმი, რომლითაც დღე-დღე გადაითვალა, 6 თვე მიუსაჯა და ზუსტად იმ დღეს ჩანიშნა განაჩენის გამოცხადება, როცა პატიმრობის ვადა იწურებოდა. თავად განაჩენის სამარცხვინობაზე უარესი, ის სითავხედე და ცინიზმია, რომლითაც ეს ყველაფერი ღიად და დემონსტრაციულად გააკეთა და ამით სისტემის სახელით ყველას დაგვცინა", - წერს გვარამია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი, დამნაშავედ ცნო და მათ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ვახო სანაიას მიმართ მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.