loader

“სულ ფეხებს დაბლა კიდიათ! მეხუთე თვეა გზა ვერ დაამთავრეს“ - “ნახალოვკაში“ გადაღებულმა ვიდეომ საზოგადოება აღაშფოთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სულ ფეხებს დაბლა კიდიათ! მეხუთე თვეა გზა ვერ დაამთავრეს“ - “ნახალოვკაში“ გადაღებულმა ვიდეომ საზოგადოება აღაშფოთა


ფეისბუქზე არსებულ “ნახალოვკის“ ჯგუფში ადგილობრივი ვიდეოს აქვეყნებს და წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ გზის სარემონტო სამუშაოები ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს. 

“უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ... ახლა არ გამომიხტეთ აქ. გამგეობა, მერიაა დაა სემეკი ყველასთან დარეკილი და წერილობითი მოთხოვნა გაგზავნილია, მაგრამ სულ ფეხებს დაბლა კიდიათ. მე -5 თვეა გზა ვერ დაამთავრეს, იმიტომ რომ წყლის გაყვანილობა არის დამპალი და კაციშვილს არ უნდა გამოცვლა.

ეს გუშინ გააკეთეს ვითომ. ამ დილით ისევ ესე დაგვხვდა და ისევ  გზას ვინც აგებეს იმ ბიჭების დახმარებით ჭაში ჩაუშვეს რომ მთელი ქუჩა არ ჩაერეცხათ... დავიღალეთ....“ - წერს ადგილობრივი.