loader

"ეს იყო არსი ჩემი ნათქვამის..." - ამირან გამყრელიძის განმარტება მის იმ განცხადებაზე, რომელსაც აჟიოტაჟი მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს იყო არსი ჩემი ნათქვამის..." - ამირან გამყრელიძის განმარტება მის იმ განცხადებაზე, რომელსაც აჟიოტაჟი მოჰყვა

"არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა ჩემს გამონათქვამებს, ბოლომდე უნდა მოისმინონ, რაც "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში აღვნიშნე. მე იქ ვთქვი, რომ დღეს, სამწუხაროდ, კოვიდი გახდა ქვეყანაში პოლიტიკური დისკუსიების თემა. როგორც ჩანს, დღეს პოლიტიკოსები ავლენენ ამ თემის მიმართ მეტ ყურადღებას როგორც პოლიტიკური, ვიდრე ეპიდემიოლოგიური თემის მიმართ. ეს იყო ჩემი ნათქვამის არსი", - ამირან გამყრელიძემ მის იმ განცხადებაზე, რომელსაც აჟიოტაჟი მოჰყვა, განმარტება გააკეთა.

"პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "პო­ლიტ-ქა­ლა­ქი" ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები არიან უმცირესობაში, პოლიტიკა კი ეპიდსიტუაციაზე მაღლა დადგა.

"სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე ექი­მე­ბი, ჩვენ ვართ უმ­ცი­რე­სო­ბა­ში. ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კა უფრო მაღ­ლა დად­გა ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას­თან შე­და­რე­ბით. შარ­შან გა­ზა­ფხულ­ზე უფრო მეტი სო­ლი­და­რო­ბა იყო. დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, კო­ვი­დის თემა არის მთა­ვა­რი სა­ჯილ­დაო თემა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის. მე მო­ვუ­წო­დე ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, რომ მათი შეხ­ვედ­რე­ბი და­ი­წყოს აც­რე­ბის თე­მით, იმი­ტომ, რომ აც­რებ­ზე გა­დის დღეს ქვე­ყა­ნა­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა, ქვეყ­ნის შემ­დგო­მი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და ის, რომ ჩვენ და­ვუბ­რუნ­დეთ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას. შარ­შან ეს არ ყო­ფი­ლა, იყო მეტი სო­ლი­და­რო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.