loader

“მძიმე საყურებელია, გულის განმგმირავია ბავშვის ტირილი“ - თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი უმძიმეს კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მძიმე საყურებელია, გულის განმგმირავია ბავშვის ტირილი“ - თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი უმძიმეს კადრებს ავრცელებს


“თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი“ უმძიმეს კადრებს ავრცელებს. 


“მძიმე საყურებელია. უფრო მძიმე მოსასმენია გაბოროტებული ადამიანის ღლიცინი, გულის გამგმირავია ბავშვის ტირილი, რომელსაც უდანაშაულო ოთხფეხა მეგობარს მოტაცებენ ,,კანონის" სახელით.

“თედი" ვახტანგ გორგასლის 40 ნომერში ყავდათ მიკედლებული, განსაკუთრებით ბავშვები მეგობრობდნენ ძაღლთან, აჭმევდნენ და ასმევდნენ. კეთილმა უფროსებმა მერიის ვეტკლინიკაში გაასტერილეს, ცოფზე აცრეს და ყურზე შესაბამისი ,,ბირკაც" გაუკეთეს პირადი ნომრით.
წუხელ, 12 სექტემბერს, ჩემს ქალაქში კიდე ერთხელ დამარცხდა სიკეთე.
წუხელ ბოროტმა ეშმაკისეული სიცილით დააშორა ერთი წლის მეგობრები ერთმანეთს.
წუხელ სატანა ზეიმობდა ბავშვების ტირილზე.
მივმართავ კითხვით სახელმწიფო მოხელეს, ვინც ამას ჩადის, თქვენ შვილს ასე რომ მოექცეს ვინმე რას იზავთ?“