loader

"უთვალავსართულიანი კორპუსის კედელი ჯერ გადმოწევა და ახლა სულ ჩამოინგრა" - რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უთვალავსართულიანი კორპუსის კედელი ჯერ გადმოწევა და ახლა სულ ჩამოინგრა" - რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელში?

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნათია ჯინჯოლავა წერს, რომ ყიფშიძის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის კედელი ჩამოინგრა, თუმცა მოგვიანებით, ნათია ჯინჯოლავამ განმარტა, რომ მას მშენებლობის წარმომადგენელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ "ცუდად აშენებული კედელი კი არ ჩამოიქცა, დაშალეს"

"ესე იგი, ჩემ გვერდზე, შენდება სავარაუდოდ, მორიგი ყიფშიძის N2 ნომერი (ყველა ახალ შენობას ამ ნომერს ანიჭებენ), უთვალავსართულიანი კორპუსი, რომლის დაახლოებით მე-20 სართულზე კედელი ჯერ გადმოწევა და ახლა სულ ჩამოინგრა. მშენებლობაში ვერ ვერკვევი, ეგებ ნორმალური ამბავიცაა, მაგრამ, იქნებ არცაა?

ამბის გაგრძელება: დამიკავშირდა მშენებლობის წარმომადგენელი, თურმე ცუდად აშენებული კედელი კი არ ჩამოიქცა, დაშალეს და მან დიდი საყვედური მიიღო იმისთვის, რომ მე ცილი დავწამე. ანუ ცუდად აშენებული კედელი თუ დაიშალა და აგური ძირს დაცვივდა, ეს ცუდია და საყვედურს იმსახურებს. მაგრამ თუ თავისი ხელით დაშალეს, სანამ ჩამოცვივდებოდა, მაშინ არაუშავს. მე დავინტერესდი, იმავე ფოტოზე გვერდით კედლის ბედით, რომლიც ასევე არასახარბიელოდ გამოიყურება (ღრიჭოები ჩანს), დამარწმუნეს, ყველაფერი რიგზეაო. მოკლედ, კედელი კი იყო ცუდად ამოშენებული, მაგრამ რადგან აგურმა ჩამოცვენა ვერ მოასწრო, ყველაფერი რიგზე ყოფილა და ჩემ გამო პატიოსანი მშენებლები გაილანძღნენ.

P.S. ახლა, ალბათ, იმასაც იტყვიან, ისევ იტყუები, აგური კი არა, ბლოკი იყოო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ცუდი მუშის ცუდად აშენებული 1 კედელი დაშალეს. როგორ დავიჯერო, რომ იმ მუშას მეტი არაფერი გაუკეთებია", - წერს ნათია ჯინჯოლავა.