loader

უმძიმესი ამბავი - "ველოდებოდი მამას გაყინულ სხეულს და ვბღაოდი, როცა 20 წუთში ისევ დამირეკეს, რომ დედაც გარდამეცვალა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ამბავი - "ველოდებოდი მამას გაყინულ სხეულს და ვბღაოდი, როცა 20 წუთში ისევ დამირეკეს, რომ დედაც გარდამეცვალა"

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ მეტრეველი "ფეისბუქზე" უმძიმესი ამბავის შესახებ წერს. მას ორივე მშობელი კორონავირუსით ერთ დღეს გარდაეცვალა.

"ჩემს 27-ე დაბადების დღეზე დაიწყო ჩემი უდიდესი ტრაგედია, 5 დღე იყო მდორე, შემდეგ დაიწყო ჯოჯოხეთი... პირველი იყო მამა, უმწეო, საოცრად ტკივილიანი დღეები, უჟანგბადობისგან გალურჯებული ტუჩები და შემდეგ სასწრაფოს ხმაური... მეორე დღეს ვითხოვე შველა, დედასაც მინდოდა დავხმარებოდი, იმ იმედით რომ ის ამერდებინა მამას მდგომარეობას, ჩვენ ბოლომდე არავინ ვიცით რა ვერაგია კოვიდი და აქედან გამომდინარე, მეგონა ორივეს ვუშველიდი...

ოთხშაბათი რომ გათენდა, დედამ დამირეკა, შველას მთხოვდა, ისე იყო დაუძლურებული, რომ დედის ამ მდგომარეობამ მიწა გამომაცალა, ველაპარაკე, ვევედრე, მივდიოდი, მივდიოდი და ვწერდი, არ ვფიქრობდი, ვევედრებოდი რომ არ მივეტოვებინე, ვევედრებოდი, ამასობაში მამას ტელეფონიც გაითიშა.

ხუთშაბათი რომ გათენდა, დაგვირეკეს, მამათქვენი დამძიმდაო, უკვე მივდიოდი, რომ მივედი მითხრეს რომ გარდაიცვალა... მაშინ გავუგე ყველას ტკივილს, ვისაც მამა აღარ ყავს, გამომათრიეს და მორგთან ველოდებოდი მამას გაყინულ სხეულს და ვბღაოდი, როცა ალბათ, 20 წუთში ისევ დამირეკეს, ისევ დამირეკეს და მითხრეს რომ დედაც გარდამეცვალა...

მაგ წუთას, მივხვდი რას ნიშნავს რომ კვდები, მაგრამ სხეულს ამოძრავებ, ჩემი ყმუილი გავაგონე ყველას... ყველაფერი დავკარგე, ყველაფერი გამომეცალა, 9 სექტემბრის მაგ საზარელ დილას 30 წუთში დავობლდი... შემდეგ არ მახსოვს არაფერი, მაგრამ ჩემი გასაჭირი დაუვიწყარია. თქვენ მსჯელობთ, აიცრათ თუ არა, ბჭობთ გაურკვეველ სისულელეებზე...

შემომხედეთ! შემომხედეთ! ჩემმა ლოდინმა სამუდამოდ გამაუბედურა... ვერასდროს ვიპოვი შვებას, დავბერდი, დავბერდი.. ცოცხალ-მკვდარი დღეს ყველას თვალებში ვეძებდი შველას. ალბათ არასდროს გინატრიათ სიკვდილი, ისე რომ აცნობიერებდით თქვენს ნატვრას, მე გავაცნობიერე...", - წერს მარიამ მეტრეველი სოციალურ ქსელში.